TripAdviser-მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაასახელა, რომლებიც მოგზაურებმა გამოავლინეს. ათ ყველაზე მიმზიდველ ადგილს შორის მოხვდა ლუვრი, ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ვატიკანი და ასე შემდეგ.
TripAdvisor-ის პრესსპიკერის, ლორელ გრიტრიქსის თქმით, ისტორიული ღირსშესანიშნაობები ტურისტებისთვის ყველა პერიოდში საინტერესო და მიმზიდველი იყო, თუმცა მათ შორის არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული და საინტერესო მიმართულებები, რომლებიც მოგზაურების ინტერესს იწვევს.
საბოლოოდ, TripAdviser-ის 10 ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა:
1. კოლიზეუმი - რომი, იტალია;
2. ლუვრის მუზეუმი - პარიზი, საფრანგეთი;
3. ვატიკანის მუზეუმი - რომი, იტალია;
4. თავისუფლების ქანდაკება - ნიუ-იორკი, აშშ;
5. ეიფელის კოშკი - პარიზი, საფრანგეთი;
6. საგრადა-ფამილიას ბაზილიკა - ბარსელონა, ესპანეთი;
7. ფრანგული კვარტალი - ახალი ორლეანი, აშშ;
8. ანა ფრანკის სახლი - ამსტერდამი, ნიდერლანდები;
9. უილის ტაუერი - ჩიკაგო, აშშ;
10. წმინდა მარკის მოედანი - ვენეცია, იტალია
imedinews.ge