ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა ახლახან 2022 წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილს დუბაი იკავებს, თუმცა ის ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ტურისტული მიმართულება არაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა. საინტერესოა, რომ Tripadvisor-ის წლევანდელი ტურისტული მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ევროპისა და ტროპიკული ქვეყნების სხვადასხვა ადგილებს, ასევე უდაბნოს.
Tripadvisor-ის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში 2022 წლისთვის:
დუბაი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
ლონდონი – დიდი ბრიტანეთი
კანკუნი – მექსიკა
ბალი – ინდონეზია
კრეტა – საბერძნეთი
რომი – იტალია
კაბო-სან-ლუკასი – მექსიკა
სტამბული – თურქეთი
პარიზი – საფრანგეთი
ჰურგადა – ეგვიპტე
ტრენდული მიმართულების კატეგორია იმ ადგილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tripadvisor-ის პლატფორმაზე მოგზაურთა დადებითი მიმოხილვებისა და რეიტინგების კომბინაციაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დააფიქსირეს.
ტოპ-10 მსოფლიოს ტრენდული ტურისტული მიმართულება 2022 წლისთვის:
მალიორკა – ესპანეთი
კაირო – ეგვიპტე
როდოსი – საბერძნეთი
ტულუმი – მექსიკა
დუბროვნიკი – ხორვატია
იბიცა – ესპანეთი
ნატალი – ბრაზილია
არუშა – ტანზანია
გორემე – თურქეთი
სანტორინი -საბერძნეთი
ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, ამერიკის შეერთებული შტატები:
ლას-ვეგასი – ნევადა
ოაჰუ – ჰავაი
მაუი – ჰავაი
კი-უესტი – ფლორიდა
ნიუ-იორკი – ნიუ-იორკი
ნიუ-ორლეანი – ლუიზიანა
სავანა – ჯორჯია
მაიამი -ფლორიდა
ნეშვილი – ტენესი
სედონა – არიზონა
Tripadvisor-ი რეიტინგს იმ მიმართულებებით ქმნის, რომლებიც მის მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეთოდოლოგია ითვალისწინებდა მიმოხილვების შეფასებას 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.
წყარო: forbes.ge