თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით, - უკრაინის პრეზიდენტი

თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით, - უკრაინის პრეზიდენტი

access_time2022-02-20 08:57:12

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა - გულწრფელად გვითხარით," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა 8 წლის წინ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ, სწორედ ამიტომ ისინი დღეს იმსახურებენ გულწრფელ პასუხებს ევროკავშირისა და ნატო-სგან.

„ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოვებულ შესაძლებლობებში? საუკეთესო დრო ამისთვის მადრიდის უახლოესი სამიტია,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მან კონფერენციის წევრებს კითხვით მიმართა, წარმოუდგენიათ თუ არა იმ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელსაც ყოველ დღე ეუბნებიან, რომ ხვალ ომია. ზელენსკის განმარტებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს და ეკონომიკა განადგურდება, ამიტომ ისინი ყველა ინფორმაციაზე მშვიდად რეაგირებენ.


„ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ცხოვრება სახელმწიფოში, როდესაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. მაშინ ხდება ეროვნული ვალუტის ჩამოშლა, გააქვთ ფული, ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ: შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა!“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დასუსტების მსურველი ქვეყანაშიც ბევრია.

„მათ სურთ, რომ უკრაინა სუსტი იყოს, ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი ჯარი - მაშინ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის, ამიტომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. ამიტომ უკრაინელები არ ნებდებიან ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,“- განაცხადა ზელენსკიმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up