თუ ამ გზავნილებს ადგილზე არ დახვდა რეალური ეკონომიკური სწორი პოლიტიკა მისი ეფექტი იკარგება - რამაზ გერლიანი

თუ ამ გზავნილებს ადგილზე არ დახვდა რეალური ეკონომიკური სწორი პოლიტიკა მისი ეფექტი იკარგება - რამაზ გერლიანი

access_time2022-10-19 16:05:53

საქართველოში გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა და ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან გადმორიცხვებს უკავია, თუმცა ამის პარალელურად მთავარი გამოწვევა ქვეყანაში ინფლაციაა, რომელიც 11,5%-ს უტოლდება ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა  ისაუბრა.

 

მისი თქმით, გზავნილების ზრდის ეფექტი მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის დადებითია, ხოლო რუსეთიდან გზავნილების ბოლო პერიოდის პოლიტიკით არის გამოწვეული.

 

„ყოველ ასეთ მიგრაციას გზავნილების ნაკადის ზრდა მოსდევს, იმიტომ რომ ის ადამიანები ვინც საქართველოში წამოვიდნენ, მათ  ოჯახები ჰყავთ და შესაბამისად მათი ოჯახები უგზავნიან თანხებს. რა საკვირველია გრძელვადიან პერიოდში ასე არ იქნება.ეს არის პიკური პერიოდი და შემდეგ იქნება კლება, თუმცა ეს ქართულ ეკონომიკაზე დადებით ზეგავლენას ახდენს და სამომავლოდ გზავნილების ზრდის ნაწილი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში ძალიან კარგი მუხტია, რაც შესაძლოა ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთ ვექტორად ვაქციოთ, მაგრამ თვითონ რუსეთიდან ზრდის ნაწილი თავის თავში ნეგატივსაც მოიცავს. იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი  ჩაივლის და პიკური პერიოდი დასრულდება, ჩვენ შეიძლება გარკვეული  მნიშვნელოვანი  ჩავარდნა  გვქონდეს“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 

გერლიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი  ლიდერობს გზავნილები საკმაოდ  დივერსიფიცირებულია და ეს  გზავნილები ძირითადად  ემიგრაციაში წასული ადამიანების ხარჯზე ხდება.

 

„ჩვენ თუ რუსეთის ნაწილს უგულებელვყოფთ, გზავნილების ზრდა გვექნება, გზავნილების  ნაწილი მუდმივად გაიზრდება, თუმცა თუ  ამ  გზავნილებს ადგილზე  არ  დახვდა რეალური  ეკონომიკური  სწორი პოლიტიკა, ამ  შემთხვევაში მისი  ეფექტი  იკარგება. იმიტომ რომ  უცხოეთში მომუშავე ადამიანები აგზავნიან  ფულს, ის ფული აქ  იმ საქონელზე, რომელიც  მთლიან შიდა  პროდუქტზე  ახდენს  ზეგავლენას, არ იხარჯება. ჩვენ ეკონომიკურ ზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ვითვლით და  შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი ეფექტის შექმნა შეუძლია ამ გზავნილთა ნაკადს.

 


რაც შეეხება რუსეთის და ბელარუსის მიმართულებას ეს დროებითი ეფექტია და ჩვენ მოქალაქეებზე  გათვლილი არ არის“, --  აღნიშნა  გერლიანმა

 

გერლიანმა ინფლაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ინფლაცია მათ  შორის შემოსავლებთან მიმართებაში ნეგატიური მოვლენაა. მისივე თქმით, გზავნილები შემოსავლის თვალსაზრისით საქართველოს  მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა  და რომ  უცხოეთიდან ემიგრანტების მიერ ნაშოვნი და გადმოგზავნილი ფული გაბერილ ფასებში მიდის ამაში დიდი წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის.

 

„ამას  ემატება რეფინანსირების განაკვეთით გამოწვეული ის დამატებითი დანახარჯები, როგორიც კრედიტის გაძვირებაა, ეს ეხება არა მხოლოდ იმ კრედიტებს, რომლებიც მოქალაქეებმა  ახლა  არეს, არამედ იმ კრედიტებსაც რომლებიც ადრე ჰქონდათ აღებული და რეფინანსირების  განაკვეთის  გამო სესხი გაუძვირდათ და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი  უცხოეთში იმის გამო გადაიხვეწა, რომ კრედიტის მიმართ გადამხდელუნარიანი ვერ აღმოჩნდა.

 

ამიტომ  ეროვნულ ბანკს აქ  დიდი როლი  ეკისრება, რომელსაც თავს ვერ ართმევს და მისი ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით შემოიფარგლება, რომელიც ეფექტიანი არ არის  და ის ინსტრუმენტი, რომელსაც ის  ინფლაციასთან მიმართებაში იყენებს ვფიქრობ, რომ შეცდომაა“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 

გერლიანის  თქმით, ამ პოლიტიკის გატარება მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც არის შესაძლებლობა გამკაცრებით ინფლაცია დროულად მოთოკვა. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ორნიშნა ინფლაცია წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება, რეფინანსირების  განაკვეთის ზრდა  მკურნალობის არასწორი მეთოდია.

 

„რეალურად ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც  ფულის მასაზე პასუხისმგებელია, ეს არის  ეროვნული ბანკი და სხვა ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არ არსებობს. სამწუხაროდ მათი გონივრული მოქცევის მიმართ დიდი მოლოდინები არ მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ  პირიქით არაპოპულარული ნაბიჯები გადადგან, მათ შორის  ფულის მასის ზრდას შეუწყოს ხელი, რომელიც  თითქოს კურსთაშორის სხვაობის აღმოსაფხვრელად გააკეთეს მაშინ, როდესაც  ფულის  მასა  გაზარდეს. ოღონდ ამ შემთხვევაში სხვა გზით ანუ ვალუტის შეძენით, როდესაც ვალუტას  ყიდულობს ეროვნული ბანკი, ანუ  დოლარის უკუშესყიდვას ახდენს,  ამ შემთხვევაში ის ავტომატურად ზრდის  ფულის  მასას.

 

როდესაც ერთის  მხრივ რეფინანსირების  განაკვეთს  მაღალ დონეზე ინარჩუნებ და ცდილობ, რომ მკაცრი პოლიტიკა  გაატარო  და მეორე ხელით აქედან ბაზარს ჭარბ  ფულს  აწვდი  ეს  არ  არის  სწორი მიდგომა. მათ შორის  რეფინანსირების  სესხები, რომელიც დიდი რაოდენობით გაიცემა  საბანკო  სექტორზე,  ამ ნაწილს  უნდა გადახედოს ეროვნულმა  ბანკმა და  შესაბამისად  ეს  არის  ერთ-ერთი მთავარი  არხი და გზა , რითაც  ფულის მასაზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა  შეიძლება “ ,  - აღნიშნა  რამაზ  გერლიანმა

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up