თუ ამ ომს ასეთი გავლენა აქვს აშშ-ის ეკონომიკაზე, ცხადია, უფრო მძიმე გავლენა ექნება საქართველოზე - თემურ ბასილია

თუ ამ ომს ასეთი გავლენა აქვს აშშ-ის ეკონომიკაზე, ცხადია, უფრო მძიმე გავლენა ექნება საქართველოზე - თემურ ბასილია

access_time2022-04-14 10:00:51

რუსეთ–უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე, ოკუპანტი ქვეყნის დეფოლტის საფრთხე და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


— აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მკაცრი ფინანსური სანქციები ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, რა შედეგზეა გათვლილი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები? რა განწყობებია ამ მხრივ აშშ-ში?


სანქციები, რომელიც აშშ-მა, ევროგაერთიანებამ და სხვა ქვეყნება რუსეთს დაუწესეს, გათვლილია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე. სანქციების მიზანია საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკისთვის ისეთი ზიანის მიყენება, რომ მათ ვერ შეძლონ უკრაინაში ომის გაგრძელება. რაც შეეხება განწყობებს, ეს სანქციები კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება თუ საომარი მოქმედებები არ შეწყდება.


— საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, ეს და ზოგადად ოკუპანტი ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე გრძელვადიან პერიოდში, რეალურად, რუსეთიც და უკრაინაც ხომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან?



 საომარი მოქმედებები უკრაინაში გავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ ქვეყნებსა და მათ მეზობლებზე, არამედ საერთოდ ეკონომიკაზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ საკმაოდ შორს არის ამ საომარი მოქმედებების არეალიდან, ამ ომმა მის ეკონომიკაზეც მოახდინა გავლენა: გაიზარდა ინფლაცია, განაკუთრებით გაიზარდა ფასები ნავთობპროდუქტებზე, მკვეთრად დაეცა ფასიანი ქაღალდების ბაზარი. თუ ამ ომს ასეთი სერიოზული გავლენა აქვს აშშ-ის ეკონომიკაზე, ცხადია, მას კიდევ უფრო მძიმე გავლენა ექნება საქართველოზე. რუსეთი და უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ომის გამო უკრაინული პორტები პრაქტიკულად დაკეტილია და შესაბამისად, ვაჭრობა მასთან მკვეთრად არის შემცირებული. ასევე, შემცირდება ვაჭრობა რუსეთთანაც. ახლა საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანაა მოახდინოს ახალი ბაზრების მოძიება საიდანაც შესაძლებელი იქნება იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებსაც საქართველო ამ ომამდე ყიდულობდა უკრაინისა და რუსეთისგან.


— დასავლეთის მიერ გამოხატული მხარდაჭერის პარალელურად, რაზე მიანიშნებს ის, რომ ამ დროის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ქართული მხარის მხრიდან ანალოგიური პოზიცია? ნათელია, როგორ მიიღო ეს უკრაინის ხელისუფლებამ, მაგრამ როგორ ჩანს ჩვენი ეს პოზიცია დასავლეთის მხრიდან?


მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ: ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველომ, განსხვავებით რეგიონის უმრავლესი ქვეყნებისგან, ყოველთვის უკრაინის სასარგებლოდ მისცა ხმა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, საქართველოდან წასული ჰუმანიტარული დახმარების ოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია. საერთაშორისო თანამეგობრობა დადებითად აღიქვამს საქართველოს ასეთ პოზიციას. მათ ასევე, ძალიან კარგად ესმით საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკა, რომ არ გაუკეთოს რუსეთს ისეთი სახის პროვოცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნა და საომარი მოქმედებების დაწყება. რა თქმა უნდა, არსებობენ ცალკეული პირები, რომელიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების ამ ფრთხილ პოლიტიკას, თუმცა, მთლიანობაში საერთაშორისო თანამეგობრობას ესმის საქართველოს ხელისუფლების ასეთი მოქმედებების მოტივი.


— რა უნდა გააკეთოს და რა უნდა გაეკეთებინა არსებულ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებას რომ თუნდაც უახლოეს პერიოდში მოხდეს აუცილებელი სამომხმარებლო პროდუქციის მომარაგება, რომ აიცილოს ის დანახარჯები რას ამ ვითარებას მოჰყვება?


ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც კრიტიკის საფუძველი ჯერ ჯერობით ნაკლებად არის: ეკონომიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, სამომხმარებლო ბაზარზე ცალკეული გამონაკლისების გარდა, საქონლის დეფიციტი არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთხოვო გახლავთ ის რომ, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ პირველადი სამომხმარებლო საგნების და კვების პროდუქტების მარაგები, რადგან თუ რომელიმე მათგანის რაოდენობა შემცირდება, რომ დროულად მიიღონ ზომები მის შემოსატანად, რათა თავიდან აიცილონ მისი დეფიციტი. ასევე, იზრუნონ ახალი ბაზრების მოძიებაზე იმ პროდუქტების შემოსატანად, რომელთა იმპორტსაც ახორციელებდნენ უკრაინიდან და რუსეთიდან.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up