"თუ არ მიხვალთ არჩევნებზე, თქვენ ბედს ბებია-ბაბუები გადაწყვეტენ“ – თამაზ დაუშვილი

access_time2021-10-02 14:24:30

კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მისი თქმით თუ ახალგაზრდები არჩევნებზე არ წავლენ, მათ მაგივრად არჩევნას  მშობლები და ბებია-ბაბუები გააკეთებენ.



დუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მონაწილეობას თავად ვერ იღებს რადგან საქართველოში არ იმყოფება.



„დილა მშვიდობის მეგობრებო. საქართველოს დაომოუკიდებლობის ოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება, რომ ვერ მივდივარ არჩევნებზე, რადგან უცხოეთში ვიმყოფები მივლინებით. არჩევენები ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი და დემოკრატიის ფუნდამეტი. არ არსებობს არჩევნები არ არსებობს სახელმწიფო. არ არსებობს სამართლიანი არჩევნები, ესეიგი არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. უამრავმა ადმიანამა შესწირა თავისი სიცოცხლე, რომ გვეცხოვრა თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც სწორედ არჩევნების გზით ავირჩევდით ჩვენთვის სასურველ მთავრობებს.“- წერს თამაზ დუაშვილი.




დუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თანამედროვე, წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია, რომ ცვლილებები წორედ არჩევნების გზით ხდებოდეს და ქვეყანა ვითარდებოდეს.



„ეს თანამედროვე, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია, რომ სწორედ არჩევნების გზით ხდებოდეს ცვლილებები და ქვეყანა ვითარდებოდეს. ცნობილია, რომ ცუდ მთავრობებს ირჩევენ არა ისინი, ვინც მიდაიან არჩევნებზე, არამედ ისინი, ვინც რჩებიან სახლში. პასიურობა არაფერში არ ვარგა და განსაკუთრებით, კი არჩევნების დღეს. მინდა მივმართო 18-30 წლის ახალგაზრდებს: თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, მაშინ თქვენ ბედს გადაწყვეტენ თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები. რაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი უფროსი თაობა, თქვენი პასიურობით და არჩევნებზე არ წასვლით, ნუ გადააბარებთ მათ თქვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. თქვენი გასაკეთებელი საქმე თქვენვე უნდა გააკეთოთ და თქვენი მოსაწონი მთავრობა თავად უნდა აირჩიოთ. ასე მჯეროდა მე და სწორედ ამიტომ არასდროს არ გამიცდენია არცერთი არჩევნები. თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ, არ დარჩებით სახლში და თქვენი აქტიურობით საკუთარ წვლილს შეიტანთ უკეთესი საქართელოს მშენებლობაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს!“, - წერს თამაზ დაუშვილი.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up