თუ არ შევცვალეთ მიდგომა, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები, ჩვენ ხელიდან გავუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას - ირაკლი იაშვილი შავი ზღვის ელექტროკაბელზე

თუ არ შევცვალეთ მიდგომა, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები, ჩვენ ხელიდან გავუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას - ირაკლი იაშვილი შავი ზღვის ელექტროკაბელზე

access_time2022-12-20 13:45:02

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი საქართველოს მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის პროექტს ფეისბუქზე გამოეხმაურა. ირაკლი იაშვილის შეფასებით, თუ საქართველომ არ შეცვალა მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ და ან პროექტს შესაბამისად მომზადებული არ დახვდა,  მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო ხელიდან გაუშვებს უზარმაზარ შესაძლებლობას.



„სულ რამოდენიმე წლის წინ( მაქს. 6-7), ვცადე ამ საკითხზე ევროპელ ბიუროკრატებთან საუბარი. მითხრეს, რომ საკითხი არ იყო აქტუალური ევროპაში ელ.ენერგიის ჭარბი წარმოების გამო და იმ მომენტისთვის ეს თემა დაიხურა. ჭარბი წარმოება იქმნებოდა მათ შორის, რუსული, არაბული, აფრიკული, აზერბაიჯანული და ა.შ. ბუნებრივი აირის გამო. შესაბამისად, მათთვის (ევროპელებისათვის) მისაღები იყო მომწოდებელ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხიც და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხიც, მათ შორის. ახლა კონიუნქტრა შეიცვალა და გასაგები მიზეზების გამო თვითონ ევრობიუროკრატები დაჩქარებულად გვთხოვენ კაბელის ჩადებას!!! ეს პროექტი თავის მნიშვნელობით და ქვეყნისთვის მოსალოდნელი შესაძლო შემოსავლებით აღემატება ნავთობსადენის ცნობილ პროექტს! აქვე ვიტყვი, რომ თუ ამ კაბელს საკუთარი ელ.ენერგიის წარმოება არ დავახვედრეთ და არ შევცვალეთ მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები და არა ჩვენ, და ხელიდან გავუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას!!! თუმცა, ეს ცალკე საკითხია!!!



კიდევ ერთი, ამ პროექტით მიღებული სარგებელი შეეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ ექსპორტიდან მიღებულ ფულს აქვს მულტიპლიკაციის ეფექტი! ასე, რომ არავინ თქვას მერე მე რაო!


რაც შეეება ამ პროექტის პოლიტიკურ ნაწილს, ჩემი აზრი ასეთია: ევროპელი ბიუროკრატები არიან სრულიად პრაგმატული ხალხი, პირველ ადგილას მათთვის არის მათი საჭიროებები, განსაკუთრებით გათბობის და განათების მიმართულებით და მათი დამოკიდებულება და გადაჭარბებული ჩაკირკიტება ჩვენთან დემოკრატიის ხარისხში აუცილებლად შეიცვლება! ამას ყველა ვნახავთ მალე, თანაც ძალიან! მათ დავჭირდით და იმიტომ, და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო!!! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სხვა გზა უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარებისთვის!!!


ასე რომ, ჩემო მეგობრებო, იმისტებო ამისტებო, შუაშისტებო თუ სათანადოთ გავიაზრებთ ამ პროექტის მნიშვნელობას, იქნებ აღარ იყოს საჭირო გადაჭარბებული ემოციები. არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენ სრულიად შეუხმატკბილდებით ერთმანეთს, მაგრამ მგონია, რომ რაიმე საშუალო არითმეტიკულ ურთიერთდამოკიდებულებაზე თუ შევთანხმდით, და ყველანაირი მეთოდით, მაინცადამაინც ხელისუფლებაში მოსვლა/შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვარჩიეთ ხელისუფლების(ნებისმიერის) მკაცრი კონტროლი, მინიმუმ, ამ პროექტით გაჩენილი ახალი შესაძლებლობების სწორად გამოყენებისთვის, წინ წავალთ უეჭველი!“- წერს ირაკლი იაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up