თუ ასე გაგრძელდა, დარგი გაჩერდება - წისქვილკომბინატი „ბარაქა“

თუ ასე გაგრძელდა, დარგი გაჩერდება - წისქვილკომბინატი „ბარაქა“

access_time2021-10-28 14:40:12

მდგომარეობა რთულია და თუ ასე გაგრძელდა დარგი გაჩერდება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ამბობს.

სექტორი რთული მდგომარეობის წინაშე, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა მცურავმა საბაჟო გადასახადმა დააყენა, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდია. ბიძინაშვილის თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს მსჯელობა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

„უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებები ყოველკვირეულად მიმდინარეობს, რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება ვქნათ. ამ ეტაპზე გამოკვეთილი შედეგი არ არის. სიმართლე გითხრათ, ჩვენ პირდაპირ ვერანაირ გამოსავლის გზას ვერ ვთავაზობთ. ჩვენ ვამბობთ ფაქტს, რომ მდგომარეობა რთულია და თუ ასე გაგრძელდა, დარგი გაჩერდება. რა გავაკეთოთ, ალბათ, უფრო კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შემოგვთავაზონ, რომ რაღაც შეღავათი გვქონდეს.

ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ნელნელა იძულებული ვხდებით რაღაც სხვა ალტერნატივა მოვიფიქროთ. ეს ფქვილის იმპორტი იქნება თუ სხვა ბიზნესზე გადაწყობა, არ ვიცით. რეალობა ასეთია - იმდენად დიდი სხვაობაა იმპორტირებულ და ადგილობრივ წარმოებულ ფქვილს შორის, რომ კონკურენციას ადგილობრივი ბაზარი ფიზიკურად ვერ უძლებს. ამიტომ, ყველას მოგვიწევს სხვა, ალტერნატიული გზების პოვნა. შედეგად, კონკრეტულად ჩვენი ბიზნესის დახურვით 120 ადამიანი დარჩება უმუშევრად, სექტორის გაჩერებით კი 5 000-ზე მეტი ადამიანი. საკმაოდ დიდი ჯაჭვია, ამას პლიუს გადამზიდავები და დამხმარე დარგები“- აცხადებს ,,ბარაქას“ დირექტორი.


ინფორმაციისთვის, სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი, კვლავ რუსეთია, საიდანაც საქართველოში 9 თვეში 15 801 ტონა 4.614 მლნ აშშ დოლარის ფქვილი შემოვიდა.

რაც შეეხება ხორბალს, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 67.8 მლნ აშშ დოლარის 282,866 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 80.3 მლნ დოლარის 368,746 ტონა ხორბლის.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up