თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, ეს იქნება აბსოლუტური „წითელი ხაზი, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა 3 მარტს და დასძინა, რომ ევროკავშირი ამას სანქციებით უპასუხებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ამ განცხადებებმა გაიმეორა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ ერთი დღით ადრე გამოთქმული გაფრთხილება პეკინისადმი, რომ მან ამგვარი დახმარება არ უნდა გამოუყოს მოსკოვს, რომელიც განაგრძობს უკრაინაში ომს. არ მიაწოდოთ არანაირი იარაღი აგრესორ რუსეთს, - თქვა შოლცმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთის შეიარაღებას გეგმავს.