„თუ ჩვენ გავკოტრდებით, სახელმწიფოს ეკონომიკაც გაკოტრდება“ -  სტუმარმასპინძლობის სექტორი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვს

„თუ ჩვენ გავკოტრდებით, სახელმწიფოს ეკონომიკაც გაკოტრდება“ - სტუმარმასპინძლობის სექტორი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვს

access_time2020-11-17 15:30:03

როგორ ხდება რეგულაციების დაცვა რესტორნებში და რა მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე? - კომერსანტის დილაში, შეფ-მზარეული, რესტორნების ქსელ „ჩვენი“-ს დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი საუბრობს.

 

„დღეს რესტორანში უფრო მეტი რეგულაციაა დაცული, ვიდრე ნებისმიერ მოლში, ჰოსპიტალში, სახელმწიფო სტრუქტურასა და მინიმარკეტებში. ჩვენ ვიცავთ 2 მეტრიან დისტანციას, 50%-ით გვაქვს დასასხდომი ადგილები შემცირებული, არსებობს თერმოსკრინინგი, დეზინფექცია, აღწერა ადამიანების და ჯავშნების რეგისტრაცია.

 სახელმწიფო და ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. ჩვენთვის პრობლემურია დიდი გადასახადები, ნული ტურისტი, შიდა ბაზარზე შეცვლილი მომხმარებლის ქცევა. ასევე, უშუალოდ რეგულაციები,რომლებმაც შეგვავიწროვა და ფიზიკურად ვეღარ ვამუშავებთ რესტორნებს, გვიწევს კადრების და ხელფასების შემცირება. პირველივე ლოქდაუნზე რესტორნების 50% დაიკეტა.

პროგნოზები ძალიან რთულია. ერთი კვირის პროგრამის შემუშავებაც კი რთულია, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ იცვლება ვითარება, უფრო მეტი კოვიდინფიცირებული გვყავს და ბევრს ეშინია საზოგადოებრივ  დაწესებულებებში თავშეყრა“- ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

 

 


სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვენ. გურამ ბაღდოშვილის თქმით, სექტორში ბევრი კომპანია უკვე გაკოტრებულია და მნიშვნელოვანია, სახელმწიფო შეხვდეს სექტორის წარმომადგენლებს, ერთობლივად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და სექტორის გაჯანსაღება.

 

 

ჩვენს სექტორში 300 ათასი ადამიანია დასაქმებული, მეტი თუ არა. ისინი ინახავენ 3-4 შვილს, ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან, ქირაობენ ბინას და საქმდებიან. სექტორებს შორის ყველაზე დიდი ჯაჭვური გადაბმა გვაქვს სახეზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აგებულია ტურიზმზე, რომელზეც მიბმულები არიან ივენთმენეჯერები, სალონები. რამდენიმე კომპანიამ მილიონობით დოლარი ჩადო იმისთვის,რომ იმპორტ-ექსპორტის ბაზარი განევითარებინა საქართველოში. ახლა ეს ბაზარი გაჩერებულია და გაკოტრების პირას არის. კომპანიებს 10-15 მილიონი აქვთ მომწოდებლების დავალიანება. ისინი უკვე გაკოტრებულები არიან.

დიდი იმედი მაქვს,რომ  სახელმწიფო მხარში დაუდგება სექტორს, ეცდება დაწიოს კომუნალური გადასახადები, გააჩეროს ან დაგვიწიოს დაბეგვრის გადასახადი, დაალაგოს საბანკო სისტემა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ,ფაქტობრივად,  ცხოვრება აქვს ჩადებული. თუ ჩვენ გავკოტრდებით, სახელმწიფოს ეკონომიკაც გაკოტრდება. არ ვაზვიადებ და შემიძლია ნებისმიერ ადამიანს დავუმტკიცო,რომ საქართველოს ეკონომიკა არის სტუმარმასპინძლობის სექტორზე დამოკიდებული.

მინდა ყველას ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვო, იმედია სახელმწიფო სტრუქტურები დაფიქრდებიან, დაგვიძახებენ და ჩვენთან ერთად გავილიან ყველა არსებულ პრობლემას, რათა დალაგდეს სექტორი და შესაბამისად, გადარჩეს ჩვენი ქვეყანა.

მჯერა, როგორც კი დასრულდება ეს ყველაფერი, ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ტურიზმის პოპულარიზაციის, განვითარების აქტიურ ტემპს და ტურისტების მოძიებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენით დაინტერესებულია იაპონია. რამდენიმე ადამიანი მუშაობდა იმისთვის,რომ იაპონელი ტურისტი ჩამოსულიყო საქართველოში, მაგრამ მოხდა, რაც მოხდა,“-ამბობს გურამ ბაღდოშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up