თუ ჩვენი  მიზანია, რომ შემოსავლები რუსული იმიგრაციის ხარჯზე მივიღოთ, ეს ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის მომაკვდინებელია - მაია სიდამონიძე

თუ ჩვენი მიზანია, რომ შემოსავლები რუსული იმიგრაციის ხარჯზე მივიღოთ, ეს ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის მომაკვდინებელია - მაია სიდამონიძე

access_time2022-12-06 11:00:06

როგორ იყენებს ხელისუფლება საქართველოს ტურისტული  პოტენციალს და რამდენად რეალურია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ  ახალი  ტურისტული ლოკაციების იდენტიფიცირებისთვის მილიონები გამოყოს, ამის შესახებ ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის  ყოფილმა ხელმძღვანელმა  მაია  სიდამონიძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ისაუბრა.

 

 

„ქვეყანას უდავოდ აქვს პოტენციალი, რაც ბოლომდე ათვისებული არ აქვს, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე -  ჯობია ახალ ლოკაციებზე  ვკონცენტრირდეთ თუ  არსებულს მოვუაროთ? ეს  დამოკიდებულია  კვალიფიციურ ადამიანურ რესურსებზე და ფინანსურ  რესურსებზე. თუ ჩვენ ამის  რესურსი გვაქვს და შეგვიძლია, რატომაც  არა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დღეს ჩვენ  ქვეყანას ამის  რესურსი ჰქონდეს, თუმცა მივესალმები, რადგან ამ  ახალი ლოკაციების იდენტიფიცირების პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. ის  თანხა, რაც დღეს ითქვა, ასე ბრმად, ესეც დასაფიქრებელია,   რატომ 200 მილიონი, იციან რა, სად უნდა გააკეთონ წინასწარ, თუ ასე ბრმად უნდა გააკეთონ. თუ ასე ბრმად ვაკეთეთ ყველაფერი, არასერიოზული  მიდგომაა,“ - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

 

მაია სიდამონიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს მიზნობრივი ბაზრები.

 

 

„საქართველო უნიკალური ტურისტული მიმართულება სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შეთავაზება.  მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმ სეგმენტაციასა და მიზნობრივ  ბაზრებზე, რომელზეც ქვეყანა მუშაობს. დღეს პოსტ-კოვიდ  მდგომარეობამ გამოიწვია ის, რომ საქართველოში ვიზიტორების დიდი რაოდენობა 3-4 ქვეყნიდან  შემოდის, საიდანაც ნახევარი ალბათ იმიგრაციაა და  რეალურად საცხოვრებლად არიან  ჩამოსულები. ამიტომ ვისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ვინ უნდა მოვიზიდოთ, ესეც მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვირჩევთ რა განვავითაროთ - ბალნეოლოგიური ტურიზმი, სამთო-სათხილამურო, ღვინის თუ გასტრონომიული ტურიზმი.

 

 

ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის  ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული მარკეტინგული კამპანიები და აქცენტი კრეატიულ და ინოვაციურ მიდგომებზე უნდა გაკეთდეს. ამასთან, მაია სიდამონიძის თქმით, მნიშვნელოვანია, გაანალიზებული იყოს, საიდან  არის ვიზიტორების რაოდენობა მომატებული.

 

 

„ერთი პერიოდი ჩვენ აქცენტი გვქონდა ვიზიტორების რაოდენობებზე, ახლა გვაქვს დანახარჯებზე, აქედან ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოსულების  დანახარჯებია, მაგრამ არ ვაანალიზებთ, რომელი ქვეყნებიდან  შემოდიოდნენ და საიდან არის ვიზიტორების რაოდენობა მომატებული. რომელი  ქვეყნებიდანაა შემცირებული, საიდან შემოდიოდნენ კოვიდამდე.

 

 

ჩვენი მიზანი იყო მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია, მაღალბიუჯეტური  სეგმენტების მოზიდვა, თუმცა დღეს ეს არ ხდება, იგივე თბილისის ბაზარს და სასტუმრო ინდუსტრიას რომ გადავხედოთ, შემცირებულია დატვირთვის კოეფიციენტი, შემცირებულია საშუალო გაყიდვის ფასი, ამას ნებისმიერი კერძო ბიზნესის მეპატრონე გეტყვით. მე ეჭვი მეპარება, რომ სტაბილური მდგომარეობა გვქონდეს, გამოწვევებით სავსე პერიოდია და ამას სჭირდება პროაქტიული მიდგომა,“ - აცხადებს ტურიზმის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი.

 

 

სექტორისთვის მთავარ გამოწვევად მაია სიდამონიძე ინფრასტრუქტურას და მომსახურების ხარისხს ასახელებს.


 


„სექტორისთვის მთავარ გამოწვევად გამართული ინფრასტრუქტურა და მომსახურება იყო და რჩება.  რაც არ უნდა კურორტების  რეაბილიტაცია ვაკეთოთ, თუ სამთო -სათხილამურო  კურორტებზე წყლის და გაზის პრობლემა იყო, საერთოდ ხაზი აქვს გადასმული ყველაფერს, ინვესტიციების მოზიდვას, თუ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს. მეორეს მხრივ მომსახურების სფერო ჩვენი ქვეყნის გამოუსწორებელი ხარვეზია, აქ ჩამოსულ მხარჯველ ტურისტებს უნდათ მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ, ადგილობრივი გაგებიდან გამომდინარე და იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს მოკლევადიანად ვაკეთებთ. საუბარია იმაზე, რომ შემოვიყვანოთ გამოცდილი კადრები, თუმცა საიდან უნდა შემოიყვანონ,  აქ შემოსულ გამოცდილ კადრებს შესაბამისი ანაზღაურება უნდათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულისთვის 2000-3000 ევროს  გადახდას,“- აღნიშნა სიდამონიძემ.

 

 

მაია სიდამონიძე რეალურს უწოდებს 2025 წლისთვის ტურიზმიდან 5,2 მილიარდის მიღებას, თუმცა ამბობს, რომ რიცხვებს თან დეტალურად გაწერილი გეგმა უნდა ახლდეს.

 

 

„რეალური არის, თუმცა საიდან, როცა ჩვენ გეგმას ვაჟღერებთ, ეს არ უნდა იყოს ბრმა ციფრები, საიდან, რომელი ქვეყნებიდან, რომელი სეგმენტებიდან,  რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიზიდოთ. რატომ ვხარჯავთ და საიდან მოაქვთ ეს თანხები, ამის უკან უნდა იყოს აქტივობები და გაწერილი გეგმა,“ - განაცხადა სიდამონიძემ.

 

 

 

მაია სიდამონიძის მოსაზრებით, ტურისტების მოზიდვისთვის სამიზნე ქვეყნები მრავალფეროვანი უნდა იყოს იმისთვის, რომ შემცირდეს სექტორის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე. როგორც სიდამონიძე აცხადებს, რუსული იმიგრაციის შემოსავლებზე დამოკიდებულება ქვეყნისთვისაც და ტურიზმის სექტორისთვისაც საფრთხის შემცველია.

 

 

„ჩვენი სამიზნე შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყანა იყოს, მაგალითად შორეული აზიის  ქვეყნები, ჩვენ გვყავდა ბევრი იაპონელი, კორეელი ტურისტი, მზარდი იყო ჩინური ბაზარიც,  რომელიც ყველაზე მხარჯველი ბაზარია,  ასევე დასავლეთის  ქვეყნები, დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა.

 


მეზობელი ქვეყნებიდან  დიდი რაოდენობა გვქონდა ვიზიტორებისა და ჩვენი მიზანი იყო, რომ ახალ ბაზრებზე გვემუშავა და დამოკიდებულება  შეგვემცირებინა, დღესდღეობით ეს დამოკიდებულება გაიზარდა და გაიზარდა არა 4 მეზობელი ქვეყნის, არამედ ერთი მეზობლის ხარჯზე. თუ ჩვენი  მიზანია, რომ რუსული ემიგრაციის ხარჯზე უნდა მივიღოთ ეს შემოსავლები, ეს ძალიან ცუდია და ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის მომაკვდინებელი,“ - აღნიშნა  მაია სიდამონიძემ.

 

 

როგორც მაია სიდამონიძე ამბობს, საქართველოს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა კონკურენტები ჰყავს, სიდამონიძის თქმით, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად კონკურენტული ხდება აზერბაიჯანი და მოლდოვა.

 

 

„წელს მსოფლიოში მოგზაურობის ბუმი იყო კოვიდის შემდეგ, თუმცა საქართველოზე ეს არ ასახულა. მაჩვენებლებში წერენ შემოსავალს და ეს შემოსავლები არის რუსეთიდან,“ - აცხადებს სიდამონიძე.

 

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა მოლოდინები აქვს ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის  ახალი ხელმძღვანელისგან, რომლის შესარჩევადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული.

 


ველოდები ახალ ხედვებს, სიახლეებს, „დრაივს“, ჩამკვდარი და ჩაძინებულია ქვეყანაც, სფეროც და სჭირდება გამოღვიძება. სჭირდება, რომ იყოს მცოდნე და კვალიფიციური, ესმოდეს ეს სფერო და არ მოვიდეს სხვა სფეროდან და პარტიული დანიშნულებით. თუმცა მე როგორც ვხვდები, ჯერ გეგმა და ბიუჯეტი დადეს და მერე მოჰყავთ ხელმძღვანელი,“ - ამბობს მაია სიდამონიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up