“დაზღვევის კავშირის” მიმართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზარზე არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შესწავლის მიზნით, საბანკო დაწესებულებების მიერ, საკრედიტო ურთიერთობების დროს, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/ რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეგულაციით საბანკო დაწესებულებამ სადაზღვევო პროდუქტების მინიმუმ სამი არჩევანი უნდა შესთავაზოს, კონკურენციის სააგენტო არკვევს, რამდენად ხდება ეს და არის თუ არა ეს პროცესი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი.
ვეცდებით ამ საკითხის შეფასება განვახორციელოთ. თუ დავინახავთ, რომ საფინანსო უწყებების მხრიდან ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვას, ბუნებრივია, ჩვენი მონიტორინგი მოკვლევაში გადაიზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში ვგეგმავთ რეკომენდაციების პაკეტის წარმოდგენას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით კონკურენცია,“ - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე