თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ციტირებს.
„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება", - ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ საქართველო სწორად არ იქცევა.
„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა,“- ამბობს ის.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მთიანი ყარაბაღი საკითხსაც შეეხო და ამ კონტექსტში განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთს დახმარებას სთხოვს, თუმცა რუსეთს სომხეთიდან ჯარი გაჰტავს და საბრძოლველად უკრაინაში გზავნის.
"დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, - განმარტა დანილოვმა.
უკრაინელი მაღალჩინოსანი შეეხო ოფიციალური ტოკიოს განცხადებასაც, რომლის თანახმადაც კურილის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რის პასუხადაც იქ რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ამ სექტორში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დღეს უკიდურესად მცირეა, რადგან მათ ყველა აქ გამოგზავნეს“, - ამბობს დანილოვი.