„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“

„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“

access_time2022-03-08 17:20:00

„ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება. არავითარი ძალა მას არ ექნება“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არც ომის წარმოების საშუალება ექნება.

„ნავთობისა და გაზის ქვეყანაა რუსეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც აი ამ ორ ნარკოტიკულ ნემსზე ზის. მთელი ბიუჯეტი არის აგებული ამაზე. გაზი ძალიან სპეციფიკური საქონელია. გაზის მიტანას სჭირდება მილი, თუ მილი არ გაქვს, ვერსად მიიტან და ეს მილი მიბმული აქვს ევროპისკენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისკენ. იქით აღმოსავლეთში არავის უნდა რუსული გაზი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყველას თავის გაზი აქვს. ანუ, გაზის მყიდველები ვარ ჩვენ, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი და ევროპა. ახლა ჩინეთშიც იწყებენ დიდი გაზსადენის გაყვანას, მაგრამ ეს ვერ დააკომპენსირებს. ამიტომ, გაზი არის ერთის მხრივ, ძალიან მოწყვლადი რუსეთისთვის, ვინაიდან, საკმარისია ერთი ჩაიკეტოს და მორჩა, ამ მილებს იქით ვერ გადადებ. მაგრამ ეს ვერ მოხდება სწრაფად. თუმცა, შეიძლება მოხდეს საერთოდ აფეთქება, იგივე, უკრაინიდან გამავალი გაზსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი გაჩერდეს ან ბელარუსში რა მოხდება, კაცმა არ იცის... შეიძლება თავად რუსეთმა გადაკეტოს უკვე აგონიაში ჩავარდნილმა, თუკი მართლაც მთავარი ემბარგო დაუწესდება. ეს არის ნავთობი.

ვინაიდან, ამ ომის შედეგად უკვე ყველგან ზიანდება, ყველა მიმართულებით. მარტო 10-მდე ავტოქარხანა წავიდა, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანი ერთ დღეში დარჩა უმუშევარი და კიდევ ერთი ამდენი ალბათ, ამ ავოტომობილების გაყიდვის ცენტრები და დილერები არიან. ამიტომ, როდესაც ყველგან ინგრევა, ერთადერთი, სადაც მას რაღაც სიცოცხლის ნიშნები აქვს, ეს არის მზარდი ფასები ნავთობზე. ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება, არ ექნება უცხოეთში რამის ყიდვის შესაძლებლობა, არ ექნება ვალუტა, რა თქმა უნდა, არც ომის წარმოების საშუალება ექნება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.



bpn.ge



თეგები:
ემბარგო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up