„თუ გამოიკვეთა, რომ აქ ვიღაცის ინტერესია, არათუ ექიმებმა, მთელმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს“ - რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს

„თუ გამოიკვეთა, რომ აქ ვიღაცის ინტერესია, არათუ ექიმებმა, მთელმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს“ - რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს

access_time2023-04-13 20:30:30

ჯერჯერობით გაურკვეველია რესპუბლიკურ საავადმყოფოს ბედი. ექიმების პირველმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. როგორც ირკვევა, ჯანდაცვის უწყება გადაწყვეტილების მისაღებად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს ელოდება, თუმცა მთავრობა პირობას იძლევა, რომ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს.

 

როგორც სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან აცხადებს, იგივე ტენდენცია ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოზეც გამოიკვეთა და მთავარია, ამის უკან რა დგას. მისი თქმით, თუ გამოკვეთა, რომ ვიღაცის ინტერესია და საავადმყოფოს პრივატიზაცია ხდება, არათუ ექიმებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, რადგან კომერციული ჯანდაცვა ქვეყანას ღუპავს.

 

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მტკიცებით, ამ მომენტისთვის რესპუბლიკურთან დაკავშირებული ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

„შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ, ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა, -განაცხადა აზარაშვილმა „იმედთან.

 

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა „ოცნებას სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მიმართეს. მათ მხარდაჭერა სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმაც გამოუცხადეს.

 

10 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის გეგმის პრეზენტაცია გამართა. ამის შემდგომ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები ექნებათ. მთავრობა კი სავადმყოფოს თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ სამსახური შეუნარჩუნდებათ.

 

როგორც ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსს უყვება, კითხვა ჩნდება, ეს შემდგომი პრივატიზაციისთვის მიზანმიმართული ქმედებაა თუ გაუაზრებელი პოლიტიკის შდეგი.


 

„იგივე ტენდენცია ქუთაისშის ავტოქარხნის საავადმყოფოზეც გამოიკვეთა, რომელიც ქალაქში ერთადერთი სახელმწიფო კლინიკაა. მიუხედავდ იმისა, რომ ეს ერთგვარ სახელმწიფო საავადმყოფოთა კონსორციუმივით ჩამოყალიბდა, მაინც პრივატიზაციის ერთგვარ ტენდენციად იკვეთება.

 

„ვერ ვხდები რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გადაწყვეტილება რას ემსახურება, თუ შენობის რეაბილიტაციაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ თქვან, თუ დანგრევაზე ლაპარაკობენ, ეს კითხვებს აჩენს, გაცხადებული უნდა იყოს, რომ შენობა ამორტიზებულია. თუმცაღა მგონია, რომ როგორც ქუთაისში, ისე თბილისში ერთიდაიგივე ტენდენციას ვხედავთ, რადგან ეს კლინიკები ამ სახელწიფო კლინიკათა კონსორციუმშია მოქცეული და ამ თვალსაზრისით სრულიად აბსურდული ვითარებაა.

 

„კლინიკების შემოსავალი რეგიონალური მმართველობის სამსახურში მიდის, რომელიც შემდგომში ამ ფულს ანაწილებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრ კლინიკას შეიძლება სუბიექტური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფინანსები მოაკლდეს და შესაბამისად, კაპიტალური ხარჯები აღარაა. აქედან გამომდინარე აღარ ხდება გადაიარაღებაც. მაგალითისთვის, ქუთაისის შემთხვევაში, ქირურგიული განყოფილება მთლიანად გაუქმებულია, არ გადაიარაღდა და ქუთაისში ერთ-ერთმა დიდმა კლინიკამ პაციენტები დაკარგა.

 

„საკითხავია, ეს მიზანმიმართულედ ხდება, რომ სახელმწიფო კლინიკა გაკოტრდეს, რომ შემდგომ პრივატიზაცია მოხდეს თუ ეს უბრალოდ გაუაზრებელი პოლიტიკის შდეგია, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ამბობს, რომ ექიმების პროტესტი შედეგს გამოიღებს.

 

„ექიმებს რომ პროტესტი არ გამოეხატათ, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა და ვერავინ ვერ მიხვდებოდა. ცხადია, ეს შედეგს გამოიღებს. ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირები ყალიბდება, მშრომელების ნებისმიერი ამდაგვარი პროტესტი ყოველთვის იღებს-ხოლმე შედეგს. ამდენი ხანია უკვე ამ პროცესში ვარ, მშრომელების გაფიცვის, პროტესტის და უშედეგოდ თითქმის არცერთი არ დარჩენილა, ამიტომ ცხადია თავის შედეგს გამოიღებს.

 

„მაგრამ აქ მთავარი სახელმწიფო პოლიტიკაა, ერთი ხელით „დიარჯის მოდელზე გადავდივართ, მაგრამ მეორე ხელით სახელმწიფო კლინიკებს ვაუქმებთ. აქ მთავარია, ამის უკან რა დგას. თუ გამოკვეთა, რომ ეს მიზანმიმართული გაკოტრების პოლიტიკაა, ვიღაცის ინტერესია და მისი პრივატიზაცია ხდება, არათუ ექიმებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, რადგან ჩვენ კომერციული ჯანდაცვა გვღუპავს.

 

„ადამიანებს კომერციული ჯანდაცვა ხოცავს, რადგან ის არასდროს არაა ორიენტირებული იმაზე, ავადმყოფი რომ არ ჰყავდეს, რადგან მოგებას ამაში ნახულობს. ეს ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ და ამის გამო ყველა ფეხზე უნდა დადგეს. პროცესს ვაკვირდები, გეგმის წარდგენა იქნება და ა.შ. შემდეგ უკვე ვნახოთ.

 

„ექსპერტიზა შეიძლება შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით იყოს, ამ თვალსაზრისით არ ვიცი, სამხარაული რამდენად დამოუკიდებელია. იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და სურათს რეალურად შეაფასებს. შენობა თუ ავარიულია და არამდგრადია, ცხადია მისი დემონტაჟი და შემდგომში ახლის აშენება სჯობს. ზოგადად თანამედროვე კლინიკებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა სჭირდება. არ ვიცი, გერივით მიდგებული რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენად პასუხობს თანამდეროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს.

 

„თუ შენობის მდგრადობა კითხვებს აჩენს, მაშინ პირობა უნდა დაიდოს, რომ როცა ახალი აშენდება, დიდი სიმძლავრის იქნება. რესპუბლიკური საავადმყოფო ცენტრალურია, რაც ნიშნავს, რომ აქ ის პროცესები უნდა მიმდინარეობდეს, რომლის შესაძლებლობა სხვა კლინიკებს არ აქვთ, ეს უნდა იყოს ჰოსპიტალური ჯანდაცვის გული და არა პირველადი ჯანდაცვის. მეც ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ სიცხადეს ველოდები, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


resonancedaily.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up