„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ  არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ“ - Forbes მკითხველს კახეთში მოგზაურობას ურჩევს

„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ“ - Forbes მკითხველს კახეთში მოგზაურობას ურჩევს

access_time2022-05-20 11:30:00

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა.



„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ, მაგრამ საბედნიეროდ გვიანი არ არის აზრი შეიცვალოთ, რადგან ქართული ღვინო არის, იქნება და ყოველთვის მოგემეცემათ დაგემოვნების შესაძლებლობა. მხოლოდ 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტირება შეძლო. ქართული ვაზის დაახლოებით 70% კახეთზე მოდის. ამ რეგიონში ყურძნის დაახლოებით 200 ჯიშია. მათ შორისაა: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი. საქართველოს მეღვინეობის 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს. მაგრამ მხოლოდ ღვინო არ იზიდავს ხალხს კახეთში. რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, უძველესი ციხე-სიმაგეეებით, კოშკებით, ალპური ტბებითა და დამალული ჩანჩქერებით. კახეთში მსოფლიო კლასის სასტუმროებს იპოვით, აქ არ უნდა გამოტოვოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ადგილობრივები ყველგან ძალიან მეგობრულები არიან. შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაატაროთ მდიდარ, ულამაზეს ადგილებში“,-წერს გამოცემის ჟურნალისტი.



Forbes-ის სტატიაში აღწერილია სიღნაღი, წინანდალი თელავი, სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს თუ სად შეიძლება დარჩენა და ღვინის დაგემოვნება. სტატიაში აღწერილია საოჯახო მარნები და ადგილობრივი კერძები.




გამოცემა Forbes-ს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე - ვებ-გვედრზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში ყოველთვიურად 150 მილიონი მკითხველი ჰყავს.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს


თეგები:
Forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up