ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს გახდება ბიძგი გადაიხედოს როგორ ავლენენ ტრასტის ოპერატორები საეჭვო ტრანზაქციებს - Bloomberg

ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს გახდება ბიძგი გადაიხედოს როგორ ავლენენ ტრასტის ოპერატორები საეჭვო ტრანზაქციებს - Bloomberg

access_time2022-09-15 16:30:14

„კრედიტ სუისისა“ და მაგნატის შეტაკების გამო, სიმდიდრის ინდუსტრიას სუნთქვა აქვს შეკრული, – ამ სათაურით სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის 800 მილიონ დოლარიანი დავა შვეიცარიულ „კრედიტ სუის გრუპის“ კუთვნილ ტრასტთან სამაგალითო გახდება გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახების მილიარდობით აქტივს განკარგავს.


როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს, ეს შეიძლება, გახდეს ბიძგი, რათა გადაიხედოს, თუ როგორ და როდის ავლენენ ტრასტის ოპერატორები უჩვეულო ტრანზაქციებს ან სხვა საეჭვო პრაქტიკას.


„ინდუსტრიის წარმომადგენლები არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან ყურადღებით აკვირდებიან ამ საქმეს, რათა იხილონ, თუ რა იქნება განსაზღვრული ბენეფიციარების მიმართ მეურვეების სტანდარტად ან მოვალეობად“, – ამბობს „ბლუმბერგთან“ საუბარში თან ჰან ვუ, სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.


როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ საქმემ შესაძლოა, უბიძგოს საერთაშორისო ბანკებს, რომლებიც აკონტროლებენ იმ ტრასტფირმებს, რომლებიც, თავის მხრივ, ემსახურებიან მათ მილიონერ კლიენტებს, გადახედონ სტრატეგიებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქმის განხილვიდან მეორე დღეს „კრედი სუისში“ განაცხადეს, რომ ყიდიან გლობალურ სატრასტო ბიზნესს, რაც, მათივე განმარტებით, რეგულარული შემოწმების ნაწილი იყო. სხვა ფინანსურმა კომპანიებმა, როგორიცაა „ბარკლაისი“ და „როტშილდი“, უკანასკნელ წლებში საკუთარი სატრასტო ბიზნესი განტვირთეს.


„იუ-ბი-ეს“ ჯგუფი და „ჯიპიმორგან ჩეისი“ ამ მომსახურებას კლინეტებს სიმდიდრის მენეჯმენტის სერვისებს შორის სთავაზობს. „კრედიტ სუისის“ შემთხვევაში სატრასტო ორგანიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ 2012-დან 2013 წლამდე გახლდათ შვეიცარიული ბანკის ბიზნესის ნაწილი. მისი აუდიტის, ისევე როგორც იურიდიული და შესაბამისობის ფუნქციები მუშაობდა ხაზის მენეჯერებთან ციურიხში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ დომინიკ ბირის, ბანკის ტრასტბიზნესის ყოფილ ხელმძღვანელს სინგაპურში, რომელმაც მიმდინარე სამკვირიანი სასამართლო პროცესის დროს ჩვენება მისცა“, – წერს „ბლუმბერგი“.



გამოცემასთან საუბარში ჰონგ კონგში იურიდიული კომპანიის პარტნიორი კლიფორდ ნგი ამბობს, რომ კონფლიქტი შეიძლება, წამოიშვას, როდესაც „ტრასტის სერვისები ბანკის ბიზნესის სხვა ნაწილის მიერ არის სუბსიდირებული“. მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეურვეებმა გაიტანონ აქტივები კერძო ბანკიდან, მაშინაც კი, თუ ინვესტიციები არაეფექტური ან ცუდად-შერჩეულია.


„დავა ამ საქმეში იწყება 2004 წელს, როდესაც ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, აირჩია „კრედიტ სუისი“ მისი კუთვნილი 1,1 მილიარდი დოლარის განსათავსებლად. იმავე წელს, ფრანგმა პატრის ლესკადრონმა, რომელიც საუბრობდა რუსულ ენაზე, მაგრამ იმ დროს საბანკო გამოცდილება არ გააჩნდა, დაიწყო მუშაობა ბანკში. ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონის ყველაზე დიდ კლიენტებთან, მათ შორის ივანიშვილთან. მაგრამ, როდესაც კერძო ბანკირმა მისი კლიენტების სახელით დანაკარგი ნახა, მან აღიარა, რომ პანიკაში ჩავარდა და დაიწყო ხელმოწერების გაყალბება, სავაჭრო განკარგულებებსა და ამონაწერების დუბლიკატებს ამზადებდა, რათა მოეგო დრო და ეცადა დანაკარგების კომპენსირება. მისი მაქინაცია 2015 წლამდე არ გამოვლინდა, ვიდრე მსხვილი არასწორი ფსონი ივანიშვილს 120 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, მეურვეებს, რომლებიც აკონტროლებდნენ აქტივებს, უნდა დაეცვათ და მონიტორინგი გაეწიათ და უნდა ჩარეულიყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლესაკადრონის ქცევასთან დაკავშირებით 2006 წელს გამაფრთხილებელი სიგნალები გაჩნდა“, – ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში.


როგორც ივანიშვილის იურისტები აცხადებენ, მეურვეებს სათანადო გამოძიება რომ ჩაეტარებინათ და შეემოწმებინათ ტრასტი, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ნათელი გახდებოდა, რომ ტრასტის აქტივები უკანონოდ არის მითვისებული ან ხდება ამ აქტივების ინვესტირება იმ პირების მიერ, ვისაც ამის უფლება არ აქვს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ეს განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა კავინდერ ბულმა სასამართლო პროცესის დროს გააკეთა. საპასუხოდ კი „კრედიტ სუისის“ ტრასტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონტრაქტის მიხედვით, მეურვეებს ტრასტიდან გამავალი თანხების კონტროლის ვალდებულება არ ჰქონდათ. მათივე მტკიცებით, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ ივანიშვილს და მის მრჩეველ გიორგი ბაჩიაშვილს.


„ბლუმბერგი“ წერს, რომ ტრასტები უკვე მრავალი საუკუნეა, არსებობენ, მოქმედებენ ინგლისის კანონმდებლობით და აქტივების მართვის მომსახურებას სთავაზობენ კლიენტებს. მათი რაოდენობა რთული დასადგენია, თუმცა ევროკავშირში იზრდება ზეწოლა, რათა ტრასტების რეგისტრაცია სავალდებულო გახდეს.


„ბლუმბერგის“ ცნობით, ივანიშვილის საქმემ გამოავლინა უთანხმოება, რაც აქტივების მინდობით მართვისას პასუხისმგებლობის დადგენილ ზღვარს უკავშირდება.


„სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის თქმით, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეურვეები არ არიან ვალდებულები, იმ კომპანიის გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, რომელიც მინდობით მართვაშია გადაცემული, თუ ისინი შეიტყობენ, რომ რაღაც სერიოზულად დაშავდა, მათ რამე უნდა მოიმოქმედონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ დარღვევის ფაქტობრივი ცოდნის შემთხვევაში, მეურვეები უნდა ჩაერიონ. სასამართლოს მიმდინარეობისას, როდესაც მოსამართლემ ჰკითხა სინგაპურის ტრასტის ყოფილ ხელმძღვანელს, უნდა ჩარეულიყო თუ არა ის, რომ შეეჩერებინა ლესკადრონის არასანქცირებული გადახდები, მან უპასუხა, რომ „არა, ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით“. მისივე თქმით, ის არ დაჰკავშირებია ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს ტრასტიდან ლესკადრონის არასანქცირებულ გადახდებს, რადგანაც მისი აზრით, ივანიშვილს სურდა, რომ მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონოდა მხოლოდ მის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს. მისივე თქმით, არასანქცირებული გადახდები იმ 1500 სატრასტო სტრუქტურაში, რომელსაც ის ზედამხედველობდა, „იშვიათობას არ წარმოადგენდა“, – წერს „ბლუმბერგი“.


გამოცემის ცნობით, ივანიშვილის საქმეზე ვერდიქტი მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი.


წყარო: 1tv.ge/









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up