“თუ კატეგორიულად გადაწყვეტილია ჩვენი სამსახურიდან განთავისუფლება, გთხოვთ,დაგვეხმაროთ დასაქმებაში“ - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მედპერსონალის მიმართვა

“თუ კატეგორიულად გადაწყვეტილია ჩვენი სამსახურიდან განთავისუფლება, გთხოვთ,დაგვეხმაროთ დასაქმებაში“ - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მედპერსონალის მიმართვა

access_time2023-03-23 15:30:21

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პედიატრიული დეპარტამენტის მედპერსონალი ირაკლი  ღარიბაშვილს, ზურაბ აზარაშვილს და ლევან  იოსელიანს მიმართავს. მათი  თქმით  უმუშევრად რჩება პედიატრიული დეპარტამენტის მედპერსონალი და კოვიდ-თერაპიის მედპერსონალი.

 „თქვენდამი ჩვენი დაგვიანებული მომართვა განაპირობა ადმინისტრაციის და ჰოლდინგის ხელმძღვანელობის მიერ ჩვენი განცხადების რეაგირების გარეშე დატოვებამ.ჰოლდინგისა და კლინიკის ხელმძღვანელობის ურთიერთმიმართვის წერილებიდან ირკვევა,რომ გათავისუფლების მიზეზი არარენტაბელურობა(???) და კლინიკის განვითარებისადმი ხელის შეშლაა(???), თუმცა ადმინისტრაციის შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს,მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუდან ვგებულობთ,რომ უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი და ახალი კლინიკის აშენება.ეს პროცესი,როგორც ჩანს,კოვიდ-დეპარტამენტების გაუქმებით უნდა დაიწყოს.

პედიატრიული დეპარტამენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა 2021წ-ის ივლისის ბოლოს,როდესაც ქვეყანაში იყო კოვიდ-პედიატრიული საწოლების დეფიციტი.სახელმწიფო ინტერესიბის გათვალისწინებით, ჩვენი პერსონალი,სრული შტატით,კვალიფიციური რეანიმაციით,მოვიდა სამუშაოდ აღნიშნულ კლინიკაში. დღემდე გატარებული გვყავს 2355 პედიატრიული და რეანიმაციული პაციენტი. აღსანიშნავია,რომ პერსონალის ნაწილმა დატოვა სხვა სამსახური კოვიდ-პანდემიის დასრულების დროისთვის „სუფთა“ პედიატრიულ დეპარტამენტში მუშაობის გაგრძელების დაპირებით,რის შესახებაც იყო საუბარი ცვლადი ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენლის მხრიდან.ასევე,ითქვა,რომ პედიატრიული მიმართულების გახსნა წარმოადგენდა სახელმწიფო ინტერესსაც.ახალი დეპარტამენტის გასახსნელად 2022წლის ნოემბრიდან გარემონტდა მე-6 სართული,მოეწყო შესაბამისი ინვენტარით,ძვირადღირებული აღჭურვილობით,გაკეთდა ბავშვთა კუთხე,ამუშავდა ბავშვთა ამბულატორიული მიღება,დაანონსდა მომავალში პედიატრიული მიმართულების გახსნა და შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნა 2022წლის 1 ივნისს,მაგრამ რემონტის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში,ისე,რომ განყოფილება არც გახსნილა,გამოსცეს ბრძანება პედიატრიული სამსახურის გაუქმებისა და ჩვენი განთავისუფლების თაობაზე ა.წ. 25/03-დან.მედპერსონალი აღმოვჩნდით ქუჩაში მინიმალური კომპენსაციით (ერთი თვის ხელფასი და შვებულების თანხა ექვს სამუშაო დღეზე გადათვლით???).

გთხოვთ,შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი.გაითვალისწინეთ,რომ სამოცდაათიან წლებში ეს კლინიკა აშენდა როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, ჰოსპიტალი,თავისი მიწისქვეშა სართულებითა და გვირაბებით,სადაც შეიძლება საავადმყოფოსა და მოქალაქეების ევაკუაცია,რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე. კლინიკაში აღიზარდა ექიმების არაერთი თაობა,იყო ლიდერი და არაერთი სიახლის ინიციატორი,იყო და არის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა.

კლინიკის რეაბილიტაციის შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი,რომ არ ფუნქციონირებს კორპუსის ნახევარი ფლიგელი,რომელიც სრულად იზოლირებულია მოქმედი ნახევრისგან და რემონტის დაწყება არ შეუშლის ხელს სამედიცინო საქმიანობას კორპუსის ამჟამად მოქმედ ნაწილში.ამასთანავე,არსებობს გამზადებული და პრეზენტირებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი,სადაც მოიაზრება პედიატრიული მიმართულების გახსნა სრული სერვისით 150 საწოლზე.


გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან,ვითხოვთ პედიატრიული დეპარტამენტისთვის გარემონტებულ ფართში გაიხსნას აღნიშნული დეპარტამენტი, როგორც ეს იყო გათვალისწინებული რემონტის დაწყებისას,რათა არ გაიზარდოს უმუშევართა და სოციალურად უკმაყოფილოთა არმია.

თუ კატეგორიულად გადაწყვეტილია ჩვენი სამსახურიდან განთავისუფლება, გთხოვთ,დაგვეხმაროთ დასაქმებაში,ღირსეული კომპენსაციის მიღებაში(მინიმუმ 2 თვის სახელფასო და გამოუყენებელი შვებულება სრულად). გაითვალისწინეთ,რომ თანამშრომელთა ნაწილს არ აქვს ალტერნატიული სამსახური და რჩება უმუშევარი, ყველა გათავისუფლებული ადამიანის უკან დგანან მათი ოჯახები, არასრულწლოვანი თუ სტუდენტი შვილები,ხშირ შემთხვევაში უმუშევარი ოჯახის წევრები,ასევე,ვალდებულებები სიფინანსო დაწესებულებების მიმართ.

იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის,საკითხის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტის.

 

პატივისცემით,პედიატრიული დეპარტამენტის სრული შემადგენლობა“ - წერია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up