„თუ კიდევ გაბედეს და ცენტრები დაკეტეს, ბაზარზე აღარავინ დავრჩებით“ -  დაბადების დღის ცენტრი Magic Land

„თუ კიდევ გაბედეს და ცენტრები დაკეტეს, ბაზარზე აღარავინ დავრჩებით“ - დაბადების დღის ცენტრი Magic Land

access_time2021-04-04 10:00:24

ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა 1 აპრილს განაახლეს. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა, აქვთ თუ არა დატვირთვა და გაიზარდა თუ არა მომსახურების ფასები. როგორც მედიაჰოლდინგთან დაბადების დღის ცენტრის Magic Land - ის მეპატრონემ მაკა სულხანიშილმა აღნიშნა, მათთან ფასები 20-30% -ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით და პროდუქტებზე ფასის ზრდით არის გამოწვეული.

 

„ყველაფერი ძალიან გაძვირდა, თითოეული პროდუქცია 100% -ით არის გაძვირებული, თუ ხუთ ლიტრიან ზეთს 12 ლარად ვყიდულობდი, ახლა იგივე რაოდენობაში 30 ლარს ვიხდი. თუ ფქვილს 50 ლარად ვყიდულობდი ახლა 70 ლარს ვიხდი. რაც შეეხება ცენტრებს, ხანგრძლივი შეზღუდვების გამო ძალიან ბევრი დაიკეტა, თუ კიდევ გაბედეს და დაკეტეს, არავინ აღარ დავრჩებით ბაზარზე, უბრალოდ აზრი არ ექნება მუშაობას, არ გვაძლევენ საშუალებას რომ ვიარსებოთ.

 

მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ძველი ფასები შეგვენარჩუნებინა, თუმცა ფასებს ცვლილება ცოტათი მაინც შეეხეო. იძულებულები გავხდით, რომ ფასი დაახლოებით 20-30% -ით გაგვეზარდა. სხვათა შორის კომპანიები მეკითხებიან თუ რატომ არ ვზრდი ფასებს, მე  მირჩევნია ყოველ დღიურად მყავდეს მომხმარებელი, ვიდრე კვირაში ერთი დაბადების დღე გადავიხადო. გარდა ამისა მინდა, რომ ნებისმიერმა ფენამ შეძლოს მისი  შვილის გახარება, ჩემთვის ეს პრიორიტეტულია, ისედაც მონატრებულები ვიყავით ბავშვებს და მინდა, რომ ბავშვების ბედნიერი სახეები ვნახო“ - აღნიშნა მაკა სულხანიშვილმა.

 

 

 

დაბადების დღის ცენტრ დელუქსში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძველი ფასების შენარჩუნებას ახერხებენ, თუმცა არსებულმა სიტუაციამ და ეპიდვითარების გართულებამ შეიძლება ფასების ზრდაც გამოიწვიოს.

 

„ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ ფასები არ გავაძვიროთ, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება ვერ გეტყვით, ისიც მნიშვნელოვანია რამდენად გაიზრდება ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი, რადგან თუ ვირუსი კვლავ გავრცელდება ხალხს დაბადების დღის გადახდა და დაბადების დღეზე მისვლის შეეშინდება და ეს რაოდენობაზეც აისახება. თუ მომხმარებელი შემცირდა შესაბამისად ჩვენც ფასების გაზრდა მოგვიწევს.


 

ჯერჯერობით ასე თუ ისე ვიჭერთ არსებულ ფასებს და არ გაგვიძვირებია. მიუხედავად იმისა, რომ მეტი სტაფი გვჭირდება და სადეზინფექციო ნივთების  შეძენაც მეტი ხარჯია.“ -  აღნიშნა დელუქსის მენეჯერმა.

 

 

 

ისთ ფოინთის ბავშვთა გასართობ ცენტრ „ფოკუს მოკუსში“ და დაბადების დღის  ცენტრ „რია-რიაში“ აცხადებენ, რომ მათთან საფასო პოლიტიკა აბსოლუტურად უცვლელია.

 

სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების თანახმად, ბავშვთა გასართობი ცენტრები დილის 10 საათიდან 19:00 საათამდე მუშაობენ. დარბაზში შესული ყველა მომხმარებელი ბავშვი იქნება ეს თუ მშობელი ვალდებულია, რომ  გაიაროს  თერმო სკრინინგი და დეზო ბარიერი და ბავშებს შორის დინსტანცია უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, 6 წლის ასაკის ზემოთ ყველა მომხმარებელი ვალდებულია რომ ატაროს პირბადე.

 

როგორც „კომერსანტის“ მიერ გამოკითხულმა 4-ივე  ცენტრმა აღნიშნა, მათთან სტუმრების რაოდენობაზე ლიმიტია დაწესებული და მაქსიმუმ 20 ბავშვის და 20 მშობლის მიღების უფლება აქვთ.

 

„ოფიციალურად არსებული რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ მომხმარებლებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული, ისეთ ატრაქციონებზე კი სადაც სკამები გვერდ-გვერდ არის ბავშვები ერთი სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ. გვევალება ზედაპირების ხშირი წმენდა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ  სტანდარტული  ფასები  არ გაგვიძვირებია და ფოკუს-მოკუსი იგივე ფასებით  გაიხნსა. გახსნისთვის მომხმარებელს შევთავაზეთ აქცია, რომელიც 25 ატრაქციონს  25 ლარად სთავაზობს“ -  აღნიშნა ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ.

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up