„თუ ლარის სისუსტეს ველოდებით, მაშინ დროულია“ - ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მიერ დოლარის შესყიდვაზე

„თუ ლარის სისუსტეს ველოდებით, მაშინ დროულია“ - ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მიერ დოლარის შესყიდვაზე

access_time2022-04-08 09:30:26

საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ ლარის გაუფასურების მოლოდინი არსებობს, მაშინ დოლარის შესყიდვის დაწყება დროული ქმედებაა, თუმცა ეს რამოდენიმე წლის წინ უნდა დაეწყოთ.


„რამდენად დროულია საპენსიო სააგენტოს მიერ დოლარის შეძენა? - თუ ლარის სისუსტეს ველოდებით მაშინ დროულია. თუმცა, ზოგადად დაგვიანებული ქმედებაა, მაგრამ ჯობია გვიან, ვიდრე არასდროს. ეს რამოდენიმე წლის წინ რომ დაეწყოთ, ახლა საანგარიშგებო ვალუტაში (ლარში) რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი იქნებოდა.


4% ფონდისა უყიდიათ დოლარი და დევს ბანკში. 20%-მდე შეუძლიათ, მაგრამ ამხელა თანხის დოლარის შესყიდვა (თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი) ერთბაშად ვერ მოხდება და ნელ-ნელა უნდა გააკეთონ, რომ ლარს არ დაარტყას. ბანკში დოლარს პრაქტიკულად არაფერი ერიცხება, ალბათ წლიური 2% მაქსიმუმ. ლარი სავარაუდოდო ვერ დარჩება იმ ნიშნულზე, სადაც არის. სავარაუდოდ არ გამყარდება ამაზე მეტად, უფრო დიდი ალბათობით გაუფასურდება“
, - ამბობს ლევან სურგულაძე.


მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობა, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება და საპენსიო ფონდის სახსრების სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, მათ შორის ადგილობრივი კომპანიების ობლიგაციებში განთავსება და რეალური ეკონომიკის ბანკების მიღმა პირდაპირი დაფინანსება. 



საპენსიო სააგენტოს 2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში სულ 3.15% შეადგინა.


2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 265 ათას მონაწილე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მილიონი ლარი შეადგინა. დაგროვებითი პენსიით დღეისათვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up