რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთის მცდელობებს, გაამართლონ კიევისთვის იარაღის მიწოდება, როგორც მცდელობა მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად აკრიტიკებს.
“პირველ რიგში, უკრაინის დაცვა, რომელიც ევროპაში არავის სჭირდება, ვერ გადაარჩენს ძველ სამყაროს შესაძლო შურისძიებისგან. მეორეც, თუ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, ეს აღარ იქნება ომი ტანკებით და გამანადგურებლებით. ამ შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებლად მტვრად იქცევა“ — წერს მედვედევი.
ამ პოსტით მედვედევმა კომენტარი გააკეთა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებაზე, რომ მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება, თუ რუსული ტანკები მიაღწევდნენ კიევსა და „ევროპის საზღვრებს“ და რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ესკალაციის შეჩერებას ისახავდა მიზნად.