მიგრანტების გადინების შემდეგ გარკვეული პრობლემები იქნება მაკროეკონომიკური მიმართულებით - დავით კეშელავა

მიგრანტების გადინების შემდეგ გარკვეული პრობლემები იქნება მაკროეკონომიკური მიმართულებით - დავით კეშელავა

access_time2023-04-04 23:30:10

რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსი მიგრანტების საქართველოში შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში  ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით კეშელავამ ისაუბრა.

კეშელავას განცხადებით, 1 წლის წინ, ომის დაწყების შემდეგ ბევრად ცუდი მოლოდინები იყო, მაგრამ ეს მოლოდინები დიდწილად არ გამართლდა.


„ომის დაწყებისთანავე მოლოდინები იყო ნეგატიური, მოსალოდნელი იყო ეკონომიკური აქტივობის შემცირება, საომარ მოქმედებებს სანქციები მოყვა და ჩვენი მჭიდრო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში უნდა აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ არ ახდა ეს ნეგატიური მოლოდინები. პირიქით, მიგრანტების შემოდინების და ტრანზიტში საქართველოს როლის გაზრდის ფონზე, წმინდა ეფექტი უფრო დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი“, - განაცხადა დავით კეშელავამ.


მისი თქმით, ეკონომიკისთვის დადებითი ეფექტის გარდა, მიგრანტების ნაკადების შემოსვლას უარყოფითი ეფექტიც ჰქონდა და ეს უარყოფითი ეფექტი - ინფლაცია და ფასების ზრდაა.



„ნეგატიური ასპექტებიც ჰქონდა მიგრანტების ნაკადების შემოსვლას და ამ ნეგატიურ ასპექტებში უნდა გამოვყოთ მაღალი ინფლაცია. განსაკუთრებით ასიმეტრიული ეფექტები იყო სექტორების მიხედვითაც. განსაკუთრებით დიდი გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე - ბინის ქირა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს პრობლემებს ქმნის ბიზნესისთვის, შრომითი მიგრაციის კუთხითაც, განათლების სექტორისთვისაც და ა.შ., განაცხადა კვეშელავამ.

მისი თქმით, იმას, თუ რამდენ ხანს დარჩებიან მიგრანტები საქართველოში ომის დინამიკა განსაზღვრავს. მიგრანტების მასობრივი გადინება კი მაკროეკონომიკური მიმართულებით გარკვეულ ძვრებს გამოიწვევს და ამას ხელისუფლება მზად უნდა დახვდეს:


„მიგრანტების ნაკადს ერთგვარი ერთჯერადი ეფექტი ექნება, მაკროეკონომიკურ ცვლადებზე, მაინც რთულია პროგნოზის გაკეთება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში რას მოგვიტანს. მიგრანტები დიდწილად არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთი მომავლის შესახებ და ომის დინამიკა განსაზღვრავს რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საქართველოში. თუ მიგრანტების შემოდინებებს შემდეგ გადინებები მოჰყვება, ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის მაკროეკონომიკური მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა შექმნან საკმარისი ბუფერები იმისთვის რომ ყველაზე ნეგატიური სცენარის შემთხვევაშიც კი პრობლემები არ შექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით,“ - განაცხადა დავით კეშელავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up