თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს - ირინა მილორავა დღის და ღამის ტარიფზე

თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს - ირინა მილორავა დღის და ღამის ტარიფზე

access_time2021-11-17 00:00:00

თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს,- ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დღის და ღამის ტარიფებზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, თუმცა - „ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის“.


ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიაზე დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საწარმოებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ დენზე დიფერენცირებული ფასით ისარგებლონ. იმისთვის, რომ ბიზნესმა სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედებაა საჭირო, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმშია.



„როცა ხარ მომხმარებელი, ამ ახალი მოდელისგან ელოდები რაღაც განსხვავებულს. იმიტომ, რომ დღესაც მიეწოდებათ მათ ელექტროენერგია და დღესაც მიეწოდებათ „სემეკის“ მიერ რეგულირებულ ფასად. რა უნდა იყოს განსხვავება და ე.წ ბენეფიტი, სარგებელი, ახალი მოდელიდან - პირველი, ეს არის დიფერენცირებული ტარიფი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს მომხმარებელი იხდის მაგალითად, ერთიან ტარიფს მთელი თვის განმავლობაში, მომავალში იგი დროში დიფერენცირებულ ტარიფით ისარგებლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ღამის, დღის და პიკური პერიოდის ფასი განსხვავებული იქნება. რატომაა ეს შესაძლებლობა მომხმარებლისთვის? თუ მომხმარებელს აქვს უნარი და მას ტექნიკურად შეუძლია, თავისი მოხმარება ისე გადაანაწილოს, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს ბუნებრივია, მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს.


მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, მაგრამ ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის. განსაკუთრებით ეს თვალხილული იყო სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით. თუმცა, რომ შევხედოთ იგივე სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გვაჩვენებს, რომ ხანდახან ღამის საათებში ფასი არის უარყოფით. ამას აქვს თავის კონკრეტული ახსნა და ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე აქცენტი გავაკეთოთ. იმისთვის, რომ დავინახოთ რა განსხვავებაა დღის და ღამის ფასებს შორის, ის მაგალითიც კმარა, რომ ამ ზაფხულს ევროპულ ქვეყნებში იყო მინუსიანი ფასი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვყიდულობ ელექტროენერგიას და აქეთ მიხდიან ელექტროენერგიის ღირებულებას. მართალია ამას სხვა საფუძველი ჰქონდა, მაგრამ ეს განსხვავება არის თვალხილული“,- განაცხადა ირინა მილორავამ.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up