23.5%-ით გავღარიბდით... თუ ქვეყანაში არ ჩატარდა რადიკალური რეფორმები, მივალთ ეკონომიკურ კრიზისამდე - ოთო აბესაძე

23.5%-ით გავღარიბდით... თუ ქვეყანაში არ ჩატარდა რადიკალური რეფორმები, მივალთ ეკონომიკურ კრიზისამდე - ოთო აბესაძე

access_time2023-01-09 20:00:58

თუ ქვეყანაში არ ჩატარდა რადიკალური ეკონომიკური, საგადასახადო და მონეტარული რეფორმა, მივალთ ეკონომიკურ კრიზისამდე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.



ეკონომისტის განმარტებით, საქართველოში უნდა შემცირდეს გადასახადები, რის ხარჯზეც მეტი ფული დარჩება მოსახლეობაში და შეივსებენ ინფლაციურ დანაკარგს.



„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციურ ნიადაგზე გაძვირდა:

სურსათი 16.3%-ით

ალკოჰოლი და თამბაქო 9.3%-ით

კომუნალური სერვისები 15.8%-ით

ავეჯი, სახლის მოვლა 8.8%-ით

ტრანსპორტი 5.5%-ით


განათლება 6.6%-ით

სასტუმრო, რესტორანი 14.8%-ით

სხვადასხვა საქ/მომსახურება 11.6%-ით


საშუალოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% - ით გაგვიძვირდა ყოველდღიური ცხოვრება.


ასევე თუ გავითვალისწინებთ ლარის მსყიდველუნარიანობის ინდექსს და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ შემოსავალს, საშუალო ჰარმონიული შეწონილის მეთოდოლოგიით და კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.5% - ით გავღარიბდით.


საშუალოდ ზუსტად იგივე საქონელსა და მომსახურებაში რასაც ვიყენებდით გასული წლის იანვარში, წელს ზუსტად იგივე საქონლისა და მომსახურების შესაძენად 23.5% - ით მეტი შემოსავალი გვჭირდება.


საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი არ გაზრდილა (გარდა საჯარო სამსახურისა და იქაც 10% - ით)


საქართველოში უნდა შემცირდეს გადასახადები რის ხარჯზეც მეტი ფული დარჩება მოსახლეობაში და შეივსებენ ინფლაციურ დანაკარგს.


საქართველოში გადასახადი არის არა ფიქსირებული, არამედ მზარდი. მაგალითად:


როდესაც პური ღირდა 1 ლარი, მაშინ ვიხდიდით დღგ-ს 18% - ს ანუ 1 პურში 18 თეთრს და დღეს როდესაც პური ღირს 2 ლარი, ვიხდით ისევ 18% - ს, ოღონდ უკვე 36 თეთრს 1 პურში


თუ ქვეყანაში არ ჩატარდა რადიკალური ეკონომიკური, საგადასახადო და მონეტარული რეფორმა, მივალთ ეკონომიკურ კრიზისამდე“, - წერს სოციალურ ქსელში ოთო აბესაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up