გაეროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსული ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ, შეიძლება, გლობალური სასურსათო კატასტროფა გამოიწვიოს, რაც, მსოფლიოს შიმშილამდე, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და მასობრივ მიგრაციამდე მიიყვანს.
უკრაინული მედია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორა დევიდ ბიზლის ციტირებს და წერს, რომ უკრაინის საწყობები სავსეა მარცვლეულით, რითაც, ჩვეულებრივ, მსოფლიოში წელიწადში 400 მილიონი ადამიანი უნდა გამოიკვებოს, თუმცა რუსეთ- უკრაინის ომის გამო, მიწოდების ჯაჭვი დარღვეულია და პორტები ვეღარ მუშაობენ.
ბიზლი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, აითვისონ, დაამუშაონ გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომ როგორღაც დაკომპენსირდეს უკრაინული და რუსული საკვების მარაგის შესაძლო დანაკარგები.
მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე სურსათის დეფიციტი და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა, რაც გარდაუვალია, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
„მთელი მსოფლიო გადაიხდის ფასს, თუ ჩვენ არ გავხსნით პორტებს.... თქვენ გექნებათ შიმშილი, სიკვდილი და შიმშილი. გექნებათ დესტაბილიზაცია და მასობრივი მიგრაცია," - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.