რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის აზრით, დასავლეთის პოლიტიკის გაგრძელება, უკრაინის იარაღით გადავსება და რუსეთთან მოლაპარაკების ნებისმიერი შესაძლებლობის თავიდან აცილება, გლობალურ ბირთვულ კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
„შეიძლება გაგრძელდეს ნეოფაშისტური კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება და დაიბლოლოს რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი შესაძლებლობა. ჩვენს მტრებს არ უნდათ იმის გაგება, რომ მათ მიზნებს აშკარად ტოტალურ ფიასკომდე მივყავართ. წაგება ყველასთვის. კოლაფსი. აპოკალიფსი. როცა ყოფილი ცხოვრების დავიწყება საუკუნეებით მოგვიწევს. ვიდრე რადიაციული კვამლის გროვა არ გაიფანტება — აცხადებს მედვედევი გაზეთ Известия-ში.
მედვედევის აზრით, თუ რუსეთსის არსებობას საფრთხე შეექმნება, მთელი კაცობრიობის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს უკრაინის ფრონტზე კი არ გადაწყდება, არამედ მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად... და აქ არ უნდა იყოს არავითარი ორაზროვნება. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე,“— აცხადებს მედვედევი.