უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი არ გამორიცხავს უკრაინის არმიის გადასვლას რუსეთის ტერიტორიაზე. გამოცემა Kyiv Post-თან ინტერვიუში, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა უკრაინის არმია ქვეყნის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, დანილოვმა უპასუხა, რომ აუცილებლად.
„თუ ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა ვიყოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით“, - განაცხადა დანილოვმა. მან სისულელე უწოდა საუბრებს იმის შესახებ, რომ ვიღაცის გაღიზიანება საჭირო არ არის.