„თუ სადაზღვევო სექტორს მოგვეწონება და არსებულ სისტემაზე უკეთესი იქნება, გამოვიყენებთ“ - ნინო კობახიძე DRG მოდელზე

„თუ სადაზღვევო სექტორს მოგვეწონება და არსებულ სისტემაზე უკეთესი იქნება, გამოვიყენებთ“ - ნინო კობახიძე DRG მოდელზე

access_time2022-10-27 11:00:43

„ჩვენ ვიმუშავებთ სადაზღვევო კომპანიებთან და ლოგიკური იქნება, რომ DRG მეთოდზე გადასვლის პროცესში სადაზღვევო სექტორიც ჩაერთოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორთან იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც და ეს საკითხი დადგა იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მთელი სექტორის ერთერთი მთავარი მოთამაშეა და სტაციონარული დანახარჯების თითქმის 80-ს საყოველთაო იხდის.


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორი თუ დაინახავს რომ აქამდე არსებულ სისტემაზე უფრო ოპტიმალური იქნება „დიარჯი“ მეთოდზე გადასვლა, გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.



„სახელმწიფოს შემდეგ სამედიცინო სერვისების ყველაზე დიდი შემსყიდველი არის სადაზღვევო სექტორი. მოგეხსენებათ ჩვენ ჩვენი სისტემა გვაქვს კლინიკებთან ურთიერთობებში აწყობილი და DRG-ის რაღაც მექანიზმებზე უკვე ვიყენებთ. თუმცა თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს მოდელი შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე აქამდე არსებული სისტემა და რაღაც კომპონენტებზე ჩვენზე უფრო ოპტიმალურად არის გაკეთებული, რა თქმა უნდა გამოვიყენებთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცით, ჯერ უნდა დავიწყოთ და შემდეგ შევხედავთ. 


აქამდე ინდივიდუალური კონტრაქტირება გვქონდა საქართველოს ყველა კლინიკასთან. თუ ახალი მიდგომა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დარჩება და არ გავრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო სერვისების შესყიდვებზე, არც ეს იქნება პრობლემა, რადგან სადაზღვეოები და სახელმწიფო არის კლინიკების სერვისების შემსყიდველი, სახელმწიფო ჩვენს სისტემას რაღაცნაირად მიუახლოვდება, რომლითაც ჩვენ აქამდე ვყიდულობდით, ჩვენ წინ ვიყავით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებაში და ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ სადაზღვევო სექტორს მოგვეწონება, თუ მისაღები იქნება და თუ უკეთესი იქნება იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს რაღაც კომპონენტებს გამოვიყენებთ. ზოგადად ძალიან საინტერესო და მივესალმებით, ვფიქრობ ამით კონკურენციაც გაჯანსაღდება“,  ამბობს კობახიძე.


1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.


თეგები:
DRG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up