თუ სამინისტრო მომსახურებებზე ტარიფს არ გადახედავს, შესაძლოა, ზოგიერთმა დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს

თუ სამინისტრო მომსახურებებზე ტარიფს არ გადახედავს, შესაძლოა, ზოგიერთმა დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს

access_time2022-07-12 12:30:47

„ჯანდაცვის ასოციაციაში“, სადაც 130-მდე სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული, აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, რიგმა სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს, თუ ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფს არ გადახედავს.


როგორც „ჯანდაცვის ასოციაციაში“ განმარტავენ, 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები ამ დრომდე არ შეცვლილა. არსებული ტარიფით კი კლინიკებს ხარისხიანი მომსახურების გაწევა უჭირთ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს.


როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე განმარტავს, ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან.



„როგორც იცით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის ტარიფი გაიწერა. დღეს 2022 წელია და ეს ტარიფები უცვლელი რჩება. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოხდა შეთანხმება მომსახურების ფასზე. წესით, ამ ფასის ცვლილება უნდა გაეკეთებინათ, თუმცა დღემდე არცერთ ნოზოლოგიაზე ფასი არ შეცვლილა.


ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს კონკრეტული ოპერაციისთვის ექიმი თუ იღებდა X თანხას, დღეს, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, სახარჯი მასალა, კომუნალურები და ასე შემდეგ, ისევ „X“ ტარიფი რჩება. ამ ფასში ხარისხიანი მომსახურების გაწევა რთულდება. ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების გაგრძელებასთან.


სამედიცინო დაწესებულებებს უჭირთ, ისინი თვითღირებულებას ფარავენ, მაგრამ ის რომ დანერგო ახალი ინოვაცია, ტექნოლოგიები, მაღალი მომსხურება გაუწიონ პაციენტს შეუძლებელია. ასოციაციის ფარგლებში 9 თვეა, რაც სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. არაერთი მოდელი შევთავაზეთ, თუ როგორ უნდა იყოს დათვლილი ტარიფები, რათა მოხდეს პირველ რიგში რეანიმაციის და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. 9 თვეა შედეგ ვერ მივიღეთ. როგორც გვითხრეს, უნდა დაიდოს რეანიმაციის სტანდარტები და ვინც დააკმაყოფილებს ამ სტანდარტს მათი ინდექსაცია მოხდება. „ჯანდაცვის ასოციაციას“ პარასკევს საღამოს გადმოგვეგზავნა რეანიმაციის სტანდარტების მონახაზი, რაც არ არის საბოლოო და ჩვენგან კომენტარს ელიან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დროში გაიწელება. არ ვიცი როგორი იქნება ეს სტანდარტი და რამდენად იქნება რეგიონებში არსებულ კლინიკებთან შესაბამისი“,- აღნიშნავს კიკნაძე.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up