ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება მოხდება", აცხადებს ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინამ შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს ურჩევს, რომ ომი შეწყვიტონ.
ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინელებს, რუსებსა და ბელარუსებს მომავალში შეუძლიათ არა მხოლოდ ითანამშრომლონ, არამედ მეგობრებიც იყვნენ. „მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა", აცხადებს ლუკაშენკომ.