რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს.
მისი თქმით, ზელენსკიმ ყირიმის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან გაიყვანოს ჯარები და ასევე, უბლოკო სტატუსსა და დენაციფიკაციაზე აიღოს ვალდებულება.
მისი თქმით, თუ "ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს", მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები.
"პირველი- ჯარების გაყვანა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან. მეორე- კონტრაქტის საფუძველზე დააფიქსირეთ ვალდებულებები ყირიმის აღიარების და უკრაინის არაბლოკური სტატუსის, აგრეთვე ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ".- აცხადებს დუმის სპიკერი.
წყარო: "ტაბულა"