ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის განცხადებით, თუ უკრაინელი ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურია, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.
მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა. ამიტომ, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„თუ დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები უკრაინელი ტყვეს თავს ჭრიან.