ეს იქნება მართული ეკონომიკა, ისეთი როგორიც საბჭოთა კავშირში იყო -  ფადი ასლი მთავრობის მხრიდან ფასების კონტროლზე

ეს იქნება მართული ეკონომიკა, ისეთი როგორიც საბჭოთა კავშირში იყო - ფადი ასლი მთავრობის მხრიდან ფასების კონტროლზე

access_time2023-02-08 16:30:57

„გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ ქართულ ბაზარს, ეჭვი მეპარება მოგების იმ მარჟის სისწორეში, რაც პრემიერმა დაასახელა, ეს უფრო სახელმწიფოს მხრებიდან ტვირთის ჩამოხსნის და ამ ტვირთის კერძო სექტორის მხრებზე გადატანის მცდელობას ჰგავს,“ - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის იმპორტიორებს მოგების მაღალი მარჟის გამო აკრიტიკებდა.



ფადი ასლის თქმით, პრემიერის  აღნიშნული განცხადება ძალიან პოპულისტური იყო

 

 

„მე ეჭვი მეპარება იმ მარჟაში, რაც  პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, მისი განცხადება იყო  პოპულისტური და ხელისუფლების მხრებიდან პასუხისმგებლობის ჩამოხსნას და ამ პასუხისმგებლობის ბიზნეს სექტორის მხრებზე გადატანას ემსახურებოდა.

 


საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასების კონტროლი ხელისუფლებას არ შეუძლია, მან უნდა წაახალისოს კონკურენცია და წაახალისოს ის ადამიანები, რომლებსაც ბაზარზე შესვლა სურთ.

 

  


თუ ხელისუფლება გააკონტროლებს ფასებს, მაშინ ეს აღარ იქნება საბაზრო ეკონომიკა, ეს იქნება მართული ეკონომიკა, ისეთი როგორიც  იყო საბჭოთა კავშირში,“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.

 

  

ფადი ასლი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კონკურენციის პირობებში მოგების მარჟა იკლებს და საშუალოდ 3% - იდან 12% - მდე მერყეობს.

 

  

„მოგების მაღალი მარჟის შესახებ ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა მე არ მინახავს, შესაბამისად, ამ კვლევის გარეშე საკითხზე მსჯელობა გამიჭირდება, თუმცა როგორც ბიზნესმენმა, რომლის მთელი ცხოვრებაც ვაჭრობას ეხება, შემიძლია ვთქვა, რომ მოგების მარჟა ძალიან მცირეა და არმანის ტანისამოსის გაყიდვა 100 ან 200%-იანი მარჟით შეუძლებელია. კონკურენციის პირობებში საქონელზე მოგების მარჟა საშუალოდ 3%- იდან 12% - მდე და კონკურენციის გამო მოგების მარჟა იკლებს.

 

  

აქ  გვაქვს ორი პუნქტი, იმ შემთხვევაშიც კი  თუ ეს  სიმართლეა [პრემიერის  განცხადება] ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი ბაზრის პირობებში არ ვართ და ქვეყანაში  კონკურენცია არ არის, იმპორტიორები კი მონოპოლისტები არიან, მაგრამ თუ შენ მთავრობა არ გმფარველობს, ვერ იქნები მონოპოლისტი. შესაბამისად მონოპოლისტები, რომლებსაც მთავრობა მფარველობს, ზრდიან ფასებს და მათ კონკურენცია არ უწევთ. მეორე  სცენარი არის ის, რომ პრემიერის  ეს  განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება,“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.

 

 

 

  თაკო კვაჭანტირაძე




 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up