სატარიფო პოლიტიკით აღმოსავლეთ კორიდორი ჩვენზე მომგებიანია - ლოგისტიკის ასოციაცია

სატარიფო პოლიტიკით აღმოსავლეთ კორიდორი ჩვენზე მომგებიანია - ლოგისტიკის ასოციაცია

access_time2022-10-19 12:00:12

საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვების მოცულობა გაზრდილია, - აღნიშნულის შესახებ „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი დობორჯგინიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ზრდა განსაკუთრებით 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა.


„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეიმჩნევა მკვეთრი ზრდა სატრანსპორტო გადაზიდვებში საქართველოს და ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ამაზე კი დიდი გავლენა მოახდინა როგორც პანდემიამ, ასევე რუსეთ-უკრაინის ომმა. პანდემიიდან გამოწვეული შედეგი იყო ის, რომ პრაქტიკულად მიწოდებას და მოთხოვნას შორის გლობალურად შეიქმნა დისბალანსი. პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენ შევეჯახეთ ისეთ რეალობას რომელმაც განაპირობა ის, რომ მოთხოვნა გაიზარდა, განსაკუთრებით სამომხმარებლო პროდუქტებზე და მიწოდებაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, გლობალურად, მწარმოებლებს და განსაკუთრებით ჩინურ მწარმოებლებს, შეექმნათ ნედლეულის მიწოდების პრობლემა. შესაბამისად ამან მიწოდებაში დეფიციტი შექმნა. კარგად ვიცით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ჩინეთში ეს პროცესი კიდევ გაგრძელდა, რომელიც დაკავშირებული იყო „ზერო კოვიდ“ პოლიტიკასთან, რამაც კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია მიწოდების ჯაჭვზე იმ კუთხით, რომ როდესაც ეს ტვირთი დაიძრა ჩინეთის პორტებში რეალურად შეიქმნა სიმძლავრეების პრობლემები. ამან კი უფრო აქტუალური გახადა ჩვენი დერეფანი, ანუ შუა დერეფანი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიას. ანუ ამ დერეფნის საჭიროება უფრო აქტუალური გახდა“,- განაცხადა დობორჯგინიძემ.


მისი თქმით, საქართველოზე ამ დროისათვის ტვირთების 2 ნაკადია.


„ჩვენ პრაქტიკულად 2 ძირითადი ნაკადი გაქვს. ეს არის რაზეც ძირითადი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია, საუბარია ცენტრალური აზიის ექსპორტზე კავკასიის გავლით, ასევე იმპორტზე. ეს არის ტრანზიტული ტვირთები. ეს არის ის ტვირთები, რომელიც ადრე რუსეთის და ბალტიისპირეთის დერეფნით გადიოდა და ამ ტვირთების ნაწილი ახლა გადმოვიდა ჩვენს დერეფანში. მეორეს მხრივ, ეს არის ის ტვირთები რომლებიც ჩინეთიდან მოდიოდა და რუსეთის გავლით გადიოდა ევროპაში“, - აცხადებს გიორგი დობორჯგინიძე.



საქართველოს ლოგისტიკის  ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს დერეფანზე ტვირთების გადმომისამართების დიდი ნაწილი უჭირავს ტვირთებს ცენტრალური აზიიდან.


„საუბარია როგორც ექსპორტზე ისე იმპორტზე. ეს კი ნიშნავს ნედლეულის გადაზიდვებს საქართველოს პორტების გავლით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილია. და ეს არის ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. პრობლემა არის იმაში, რომ მიუხედავად იმისა რომ ტვირთი დასანქცირებული არ არის გადამზიდავები მიიჩნევენ, რომ მათი ტრანსპორტირება რუსეთის და ბალტიისპირეთის კორიდორით მაინც საშიშია. ვინაიდან რიგი საერთაშორისო გადამზიდავები უარს ამბობენ რუსეთის სატრანზიტო ტვირთებზე. ამიტომ ჩვენი კორიდორი უფრო უპირატესი ხდება“-, ამბობს დობორჯგინიძე.


საქართველოს ლოგისტიკის  ასოციაციის თავმჯდომარე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს, როგორც ტარიფების ასევე ვადების მხრივ. გიორგი დობორჯგინიძეს მიაჩნია, რომ ის ტვირთები, რაც საქართველოზე მოკლევადიან პერსპექტივაში გადმომისამართდა, მისი გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება უნდა მოხერხდეს, რისთვისაც კონკურენტუნარიანობის ზრდა აუცილებელია.


„ეს არის ყველაზე უმოკლესი მარშრუტი, მანძილიდან გამომდინარე, რაც ძალიან მიმზიდველია. თუმცა კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ის სრულად კონკურენტულია რადგან ჯერ კიდევ თუ ვისაუბრებთ სატარიფო პოლიტიკაზე ჩრდილო კორიდორი უფრო მომგებიანია. ეს არის უფრო მოკლევადიანი ეფექტი, რადგან გადამზიდავები უპირატესობას ანიჭებენ სანდოობას და არა ფასს. თუმცა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ამ ტვირთების მომსახურება უნდა ვიფიქროთ კონკურენტული გარემოს ზრდაზე, როგორც სატარიფო ასევე გადაზიდვის სისწრაფეზე“, - აცხადებს საქართველოს ლოგისტიკის  ასოციაციის თავმჯდომარე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up