ტუნისთან ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 29 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც დასავლური მედია წერს, მიგრანტებს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა და იტალიაში ჩასვლას სურდათ.
ტუნისის სანაპირო დაცვამ დაღუპულების შესახებ განცხადება კვირას, 26 მარტს გააკეთა. ისინი აცხადებს, რომ მიგრანტების შესაჩერებლად ზომებს იღებენ.