ტურისტების სიმცირის მიუხედავად ძვირადღირებული სასტუმროები რუსეთში მუშაობას აგრძელებენ

ტურისტების სიმცირის მიუხედავად ძვირადღირებული სასტუმროები რუსეთში მუშაობას აგრძელებენ

access_time2022-03-13 11:45:43

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები კვლავ ფუნქციონირებენ რუსეთში, მაგრამ სანქციების ფონზე ისინი ადგილობრივ მოგზაურებს უნდა დაეყრდნონ. 

Ritz-Carlton-ი და Four Seasons-ი მოსკოვში გვთავაზობენ დასვენებას, რომელიც შეიძლება ღირდეს დაახლოებით 284,375 რუბლი ($2,165) ღამეში.

Belmond-მა ასევე გახსნა Grand Hotel Europe სანქტ-პეტერბურგში. ქსელმა, რომელიც LVMH-ს ეკუთვნის, მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთში 124 მაღაზიის დახურვა გადაწყვიტა. ფუფუნების საქონლის ფრანგულმა მწარმოებელმა, რომელიც ფლობს Louis Vuitton-ს, Christian Dior-ს და Sephora-ს და ჰყავს 3500 თანამშრომელი რუსეთში, Belmond-ი 2019 წელს იყიდა. 

Belmond-ის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი უცხოური კომპანია, როგორიცაა LVMH, არ აპირებს რუსეთის სრულ დატოვებას, მიუხედავად მაღაზიების დახურვის შესახებ განცხადებისა. ლოჯისტიკურმა საკითხებმა შეიძლება ძალიან გაართულოს Louis Vuitton-ის ჩანთების მიწოდება რუსეთში, მაგრამ ახლა მაინც შესაძლებელია სასტუმროს ფუნქციონირება და ყველა ტიპური სერვისის მიწოდება. 

Belmond-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ქსელი აგრძელებს განვითარებული მოვლენების მონიტორინგს. სანქტ-პეტერბურგის სასტუმროში 280 ადამიანია დასაქმებული.


Marriott-მა, Ritz-Carlton-ის მფლობელმა, 10 მარტის განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი სასტუმროები რუსეთში მესამე მხარის საკუთრებაა და ის აგრძელებს ქსელის  ფუნქციონირების შესაძლებლობის შეფასებას. ჯგუფმა დახურა კორპორატიული ოფისი მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს ქვეყანაში. სასტუმროების ჯგუფები, როგორც წესი, ფრენჩაიზს ან ოპერირებას უწევენ ბრენდებს მათი ფლობის გარეშე. 

InterContinental-მა 10 მარტს განაცხადა, რომ აჩერებს ახალი სასტუმროების გახსნას რუსეთში და დასძინა, რომ აქვს “გრძელვადიანი მენეჯმენტის ან ფრენჩაიზის ხელშეკრულებები დამოუკიდებელ მესამე კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ სასტუმროებს რუსეთში”.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სავარაუდოდ, შეაშინებს უცხოელ ტურისტებს და უარყოფითად იმოქმედებს სასტუმროებზე, განაცხადა მალტაში რეგისტრირებულმა International Hotel Investments-მა 3 მარტს. კომპანია ფლობს ქსელ Corinthia-ს, რომელსაც აქვს ძვირადღირებული სასტუმრო სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟის მახლობლად. 

გლობალურმა ტურისტულმა ინდუსტრიამ უკვე გადადგა ნაბიჯები რეგიონში წარმომადგენლობის შესამცირებლად. Booking.com-მა შეაჩერა ტურისტული მომსახურება რუსეთსა და ბელარუსში. შიდა მოგზაურობები ასევე კლებულობს. 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით კვირაში რუსეთში ფრენების დაჯავშნის რაოდენობა წინა 7 დღესთან შედარებით 49%-ით შემცირდა. 

წყარო: Bloomberg  businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up