Passportindex.org-მა გაანალიზა და შეისწავლა 200-ზე მეტი სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა და შეადგინა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ტურისტებისთვის მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილია. რეიტინგში საქართველო 42-ე ადგილზეა. მას უსწრებენ თურქეთი და სომხეთი. ჩამორჩებიან - აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა.
2023 წლის კვლევაში გაანალიზებული და გათვალისწინებული იყო უვიზო მოგზაურობის ან ქვეყანაში ჩასვლისას ტურისტების მიღების შესაძლებლობები.
კვლევის მიხედვით, ტურისტებისადმი ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყნების შორის მოხვდა 21 ქვეყანა: გაბონი, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ანგოლა, ბოლივია, ბურუნდი, კამბოჯა, კომორი, კოტ დ'ივუარი, ჯიბუტი, ეთიოპია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მალდივები, მიკრონეზია, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, აღმოსავლეთ ტიმორი და ტუვალუ. ამ ქვეყნებში მსოფლიოს 198 ქვეყნის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ შესვლა
მეორე ადგილზეა 6 ქვეყანა, სადაც წინასწარი ვიზის გარეშე 197 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლაა შესაძლებელი. ეს ქვეყნებია: სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტოგო, მავრიტანია, კაბო ვერდე და უგანდა;
მესამეზე - დომინიკა, პალაუ და მადაგასკარი.
ტურისტებისადმი ყველაზე ნაკლებად კეთილგანწყობილი ქვეყნებია: ერიტრეა, ლიბია, ბუტანი, ავღანეთი, თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა.
რეიტინგში საქართველო 42-ე ადგილზეა 94 ქულით. თურქეთი 29-ე ადგილზეა, 119 ქულით; აზერბაიჯანი 47-ზე 89 ქულით; სომხეთი 25-ზე 135 ქულით; რუსეთი 64-ზე 63 ქულით; უკრაინა 53-ზე - 84 ქულით.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია 44-ე ადგილზე არიან - 92 ქულით.
ინგლისი - 41-ზე ადგილზეა 95 ქულით;
აშშ - 71-ზე - 45 ქულით.