ტურისტულ კომპანიებს მარტიდან არ გვიმუშავია და ასეა სექტორის უმრავლესობა -,,ტრეფიკ თრეველი“

ტურისტულ კომპანიებს მარტიდან არ გვიმუშავია და ასეა სექტორის უმრავლესობა -,,ტრეფიკ თრეველი“

access_time2022-04-18 12:00:22

ტურისტულ კომპანიებს  მიმდინარე წლის მარტიდან განსაკუთრებით გაუჭირდათ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა თითქმის არ ყოფილა.  ძირითადად შემოდიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც რეალურად არ არიან ტურისტები.


როგორც ტრეფიკ თრეველის   ხელმძღვანელი ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საქართველო მაღალი რისკის ქვეყნად მიიჩნევა და მოგზაურობა-დასვენებისგან ბევრი უცხოელი ტურისტი იკავებს თავს, განსაკუთრებით ევროპელები.


,,24 თებერვლიდან მოყოლებული, რაც ომია უკრაინაში, ტურისტული ნაკადების მასპინძლობა თითქმის შეუძლებელი გახდა. იშვიათია კომპანია, ვინც ამას ახერხებს.

,,ტრეფიკ თრეველს“ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და თამამად შემიძლია სექტორის  სახელით ვისაუბრო. ტურიზმი რეალურად მძიმე განსაცდელში აღმოჩნდა.  განსაკუთრებით ვინც ევროპის მიმართულებით მუშაობს, დროებით ტაიმაუტი ავიღეთ, ომია რეგიონში და ბუნებრივია, რომ  საქართველოში დასვენების სურვილი არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ტურიზმი თითქმის 50%-ით აღდგა. მარტში ჩვენ, ტურისტულ კომპანიებს, ფაქტობრივად არ გვიმუშავია. შემოდიან ძირითადად რუსი და ბელარუსი მოქალაქეები, რომლებსაც ტურისტებად ვერ აღვიქვამთ, ასევე უკრაინელებიც, მაგრამ ისინი რეალურად ლტოლვილები არიან“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე ,,კომერსანტთან“.

 

მისი შეფასებით, პანდემიას ისე არ დაუზარალებია ტურისტული სექტორი საქართველოში, რა გავლენაც მასზე უკრაინაში მიმდინარე ომმა მოახდინა.

 

,,შარშან ამ დროს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგან უკვე მარტიდან ქვეყანაში  შემოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნილი იყო  და ამან დამსვენებლები წაახალისა. ომის ეფექტი გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კორონავირუსის. კომპანიებმა დროებით ტაიმაუტი ავიღეთ, ასე  ჯერჯერობით, სანამ ომი ჩაწყნარდება და რისკები შემცირდება“, - ამბობს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.


 

სექტორში  წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს და  აზერბაიჯანის,  ასევე აზიის  და არაბული ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს ის ნაკადები, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა.


ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადება, რომელიც მან ბაქოში სტუმრობისას გააკეთა.

 

,,ვისაუბრეთ ისეთ ახალ მიმართულებებზე, როგორიც არის ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა, მეტი ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება და რეგიონის წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით მსოფლიო რუკაზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

რაც შეეხება ტურიზმთან დაკავშირებით მონაცემებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს.

 

მისივე ინფორმაციით, იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს,  რაც ძალიან იმედის მომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება.

 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up