ტურისტულ რეგიონებში კვების ობიექტების მომსახურება 70%-მდე გაძვირდა

ტურისტულ რეგიონებში კვების ობიექტების მომსახურება 70%-მდე გაძვირდა

access_time2022-06-02 14:00:07

ზაფხულის ტურისტულ სეზონს ჰორეკა ინდუსტრია გაზრდილი ფასებით ხვდება. როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ნელ-ნელა ძვირდება თითქმის ყველა სერვისი, თუმცა ჯავშნები მეტნაკლებად აქტიურია და მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ფასები ყველაზე მეტად კვების ობიექტებში გაიზარდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


,,სასტუმროებში დასვენების ტარიფები დიდად არ შეცვლილა, თუმცა რიგი მომსახურების შემთხვევაში ფასების სერიოზული ზრდაა. განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, სადაც ფასები 70%-მდე ასწიეს, 25-30%-ის ფარგლებში ტრანსპორტით მომსახურებაც გაძვირდა. საფასო ცვლილება ობიექტური გარემოებებით არის გამოწვეული და ფასების ზრდის ტენდენციას უკავშირდება, რაც გლობალური პროცესია. ტრანსპორტის მომსახურება 25-30%ის ფარგლებშია გაძვირებული, გადაადგილება საკმაოდ ძვირი ჯდება“, - ამბობს ალადაშვილი.


მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში განსაკუთრებით დიდი გამოცოცხლება 2023 წელს არის ნავარაუდევი, მათ შორის, საქართველოშიც, არსებული პროგნოზით, ტურისტების რაოდენობა 16 მილიონს მიაღწევს.



,,ევროპული ნაკადები ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო შემცირებული, მაგრამ ჯავშნები ამ მიმართულებით თანდათან მატულობს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საქართველოში არსებულ თითქმის ყველა კომპანიას და ღვინის მარანს დავუკავშირდი და აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ევროპულ ტურებზე მუშაობს. ამასთან, დიდი აქტიურობაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. ცხადია, ეს არ არის ის რაოდენობა, როგორიც უნდა იყოს“, - აღნიშნავს ალადაშვილი და დასძენს, რომ  პანდემია თუკი გაჩერდა, ტურიზმი აქ და მსოფლიოშიც სწრაფად გამოცოცხლდება.


,,2023 წლისთვის დიდი მზადებაა, მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ ტურიზმის წლად გამოაცხადა. 1,8 მილიარდ ტურისტს ფიქრობენ მსოფლიოში, საქართველოს შემთხვევაში, ცხადია, მკვეთღი ზრდა იქნება.  ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა საქართველოში მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა, ითქვა, რომ 16 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. რამდენად შესრულდება ეს პროგნოზი, დიდწილად დამოკიდებული იქნება პანდემიის საბოლოო დასრულებაზე. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ნამდვილად პოზიტიურია.  როგორც წესი, პროგნოზი ბრონების მიხედვით, მარკეტინგული გათვლებით და სხვა კრიტერიუმით დგინდება. ამ ეტაპზე ჩვენ რაიმე ხელისშემშლელი მიზეზი არ გვაქვს, საქართველოში ზაფხულის ტურიზმი ნამდვილად შედგება“, - აცხადებს მანანა ალადაშვილი ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“  (Travel & Tourism Development Index 2021 ) გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული. საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა.  ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს.  2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა.


მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს 2 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ადგენს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up