ტურისტულ სექტორს პანდემიამდელ მაჩვენებელთან გათანაბრება 2022 წელსაც გაუჭირდება

ტურისტულ სექტორს პანდემიამდელ მაჩვენებელთან გათანაბრება 2022 წელსაც გაუჭირდება

access_time2022-02-07 12:00:08

იანვარში საქართველოს 199 ათასი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მათგან 164 ათასი ტურისტად კლასიფიცირდა. თუ მონაცემებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, 425-470 პროცენტიან ზრდას მივიღებთ, 2019 წლის იანვართან შედარებით 47-62 პროცენტიანი კლება ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 50%-ით ჯერ კიდევ ვერ აღდგა.

 

2020 წლის იანვარში, როცა კოვიდი მხოლოდ ჩინეთში ცირკულირებდა, საქართველოში ტურიზმის 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თებერვალში ზრდის ტემპი ნულამდე შემცირდა, დრამატული ვარდნა მარტიდან დაიწყო, აპრილიდან კი საზღვარს მხოლოდ ტრაილერის მძღოლებიღა კვეთდნენ.  

 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, წარსულში რამდენჯერმე სიტყვათშეთანხმება „ხარისხიანი ტურისტები“ ახსენა, რა დროსაც მეტად მხარჯველი ტურისტი იგულისხმა. ცხადია ის ვინც საქართველოში ვიზიტისას დღიურად $700-ს დახარჯავს, უფრო მეტ წვლილს შეიტანს ეკონომიკაში, ვიდრე ის, ვინც საკუთარი კონსერვებით შემოვა და იაფფასიანი ჰოსტელის გარდა მთელი მოგზაურობის მანძილზე ქვეყანაში $100-ზე მეტს არ დატოვებს. მაგრამ „ხარისხიანი ტურისტი“ ხშირ შემთხვევაში პრეტენზიულიცაა, საქართველოში კი ინფრასტრუქტურა და მომსახურების ხარისხი ყოველთვის ფასის პროპორციული არაა. სხვა საქმეა ტურისტების მძარცველი ბარები და 1 ჭიქა კოქტეილში წართმეული $2000 რაც ცალსახად კრიმინალია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.

 

ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012 წლის მაჩვენებელს 131%-ით გადააჭარბა, მაგრამ ალბათ არ იტყვის იმას, რომ 2005-2012 წლებში ზრდის ტემპი 484% იყო.

 

2020 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებლის 16% შეადგინა, ისიც პირველი კვარტალის ხარჯზე, მის გარეშე 4%. 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 130%-ით $1.245 მლრდ-მდე გაიზარდა რაც 2019 წლის მაჩვენებლის 38%-ა.


 

2021 წელს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით მხოლოდ 7.7%-ით 1.747 მლნ-დან 1.881 მლნ-მდე გაიზარდა, უშუალოდ ტურისტების რაოდენობა კი 45%-ით 1.087 მლნ-დან 1.577 მლნ-მდე, თუმცა ასეთი სტატისტიკაც ტერმინ „ტურისტის“ საერთაშორისო განმარტების შედეგია, რომლის თანახმადაც პირი თუ ქვეყნის ტერიტორიაზე 24 სთ-ზე მეტი დარჩა ტურისტად უნდა აღირიცხოს. რეალურად 2020 წელს მარტის შემდეგ საქართველოში ტურისტი აღარ შემოსულა, რის გამოც 2021 წელს უშუალოდ ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი ოფიციალურ 45%-ზე უფრო მეტი უნდა იყოს, რასაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის სტატისტიკაც ადასტურებს. ყველაზე უფრო დატვირთულ მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1231%-ით $566 მლნ-მდე გაიზარდა.


 


მესამე კვარტალში მცირე ვარდნა 2019 წელსაც ფიქსირდება, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვას უკავშირდება.


დღეს საქართველოშიც და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებშიც კოვიდშეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ამის მიუხედავად იანვარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმი მხოლოდ სანახევროდ აღდგა. ომიკრონმა მართლაც რომ დაასრულოს პანდემია და თითოეულმა ტურისტმა უფრო მეტი რომ დახარჯოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ შემოსავალი 2019 წლის დონეს გაუტოლდეს. წელს შარშანდელთან შედარებით რომც გაორმაგდეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან დასაწევად საკმარისი მაინც არ იქნება.

 

იანვარში 470%-იანი ზრდა იმიტომ დაფიქსირდა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში თითქმის ისეთივე მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა როგორც 2020 წლის აპრილში, ივლის-აგვისტოში კი, როდესაც პიკს აღწევს, ისევე როგორც ახლა შეზღუდვები მინიმალურ დონეზე ნარჩუნდებოდა, რის გამოც ზრდის ტემპის შენარჩუნება არარეალისტურია.

 

2013-2019 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად საშუალოდ 12.7%-ით იზრდებოდა, ამ ტემპით 2023 წელს შემოსავალს 5.2 მლრდ-სთვის უნდა გადაეჭარბებინა, ახლა კი 2023-ის მიზანი 2019-ის გასწრება გამოდის.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up