ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდის. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ყველაზე მეტად სტუმართ-მასპინძლობის სექტორი დაზარალდა:
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის წონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. შევისწავლეთ სექტორში არსებული სიტუაცია , პრობლემები რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, ბუნებრივია ყველაზე მეტად კოვიდის გამო ეს სექტორი დაზარალდა მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახად აღარ გადაიხდის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.