ტურიზმი აღდგა, ინვესტიციები გაიზარდა, მაგრამ ამან ილუზიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ ჩვენი მიღწევაა, ეს არის ქარის მოტანილი და მას სწორი გამოყენება უნდა - ირაკლი იაშვილი

ტურიზმი აღდგა, ინვესტიციები გაიზარდა, მაგრამ ამან ილუზიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ ჩვენი მიღწევაა, ეს არის ქარის მოტანილი და მას სწორი გამოყენება უნდა - ირაკლი იაშვილი

access_time2023-03-20 10:00:59

მართალია ომის გამო საქართველოში მოხმარება გაიზარდა, ბევრი ხალხი ჩამოვიდა, ტურიზმი აღდგა, ფულის ნაკადები გაჩნდა ქვეყანაში და ინვესტიციებიც გაიზარდა, მაგრამ ამან ილუზიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ ჩვენი მიღწევაა, ეს არის ქარის მოტანილი და მას სწორი გამოყენება უნდა. იმის შესანარჩუნებლად გრძელვადიან პერიოდში რომ ეს მოხმარება დარჩეს, უნდა დავახვედროთ საკუთარი პროდუქცია, რომ სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, — ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა „კომერსანტთან“ გაზრდილი ინვესტიციების შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, ინვეტორებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზირებად გარემოს, რაც საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ ყოფილა. იაშვილის შეფასებით, რაც ახლა ხდება ქვეყანაში რეგიონში მიმდინარე მოვლენების „დამსახურებაა“ და მის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.


„ნებისმიერი დიდი პროექტი რომ განახორციელო ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული ან ნებისმიერი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ინვესტიცია არანაკლებ 15 წლიან პერიოდს მოიცავს, მოდი, გადავხედოთ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ნებისმიერ 10-15 წლიან პერიოდს და თუ იყო რომელიმე ბიზნესისთვის ხელსაყრელი? - საქართველომ რაც დამოუკიდებლობა აღადგინა ბიზნესში ვარ და მე ასეთი პერიოდი არ მახსენდება. რა თქმა უნდა, უკვე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომლებსაც ვუმტკიცებთ, რომ აქ არის არაჩვეულებრივი გარემო, რეალურად რას ვთავაზობთ? მართალია ფორმალურად, მაგალითად, საგადასახადო რეგისტრაცია და ა.შ ეს ყველაფერი მარტივია, მაგრამ პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ბოლო პერიოდის, არამედ წლების განმავლობაში, არის ბიზნესისთვის არახელსაყრელი.


ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ, ერთადერთი ის მოხდა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, მაგრამ ეს მუდმივი რყევები, ძალიან რთულია ბიზნესისთვის, მას სჭირდება მინიმუმ 5 წლიანი პროგნოზირებადი გარემო, რომ ახალი პროექტი განახორციელოს. გეოპოლიტიკური სიტუაცია ისედაც მუდმივად ცვალებადია, რაც ჩვენს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ადრე იყო ემბარგო, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი, სატრანზიტო დერეფანში ტვირთნაკადების ზრდა და ა.შ. ამას შიდა არასტაბილურობა ემატება და ბიზნესი კი ვცდილობთ, რომ დავგეგმოთ ამ არაპროგნოზირებად სიტუაციაში, რაც წინსვლის საშუალებას ძალიან აფერხებს. მართალია ომის გამო საქართველოში მოხმარება გაიზარდა, ბევრი ხალხი ჩამოვიდა, ტურიზმი აღდგა და ფულის ნაკადები გაჩნდა ქვეყანაში, მაგრამ ამან ილუზიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ ჩვენი მიღწევაა, ეს არის ქარის მოტანილი და მას სწორი გამოყენება უნდა, შენარჩუნება გრძელვადიან პერიოდში, რომ ეს მოხმარება დარჩეს, მას კი უნდა დაახვედრო საკუთარი პროდუქცია, რომ სხვაზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ ახლა მოვიხმართ სხვა ქვეყნის პროდუქციას და იმ ქვეყნების ეკონომიკას ვზრდით, რადგან ეს თანხები აქ კი არ რჩება, გაედინება“, -ამბობს ირაკლი იაშვილი.



2022 წელს საქართველომ რეკორდული 2 მლრდ უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებს 61.1%-ით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up