ტურიზმი და ფერმერული მეურნეობა - როგორ შეიძლება განვითარდეს ტურინდუსტრია რეგიონებში

ტურიზმი და ფერმერული მეურნეობა - როგორ შეიძლება განვითარდეს ტურინდუსტრია რეგიონებში

access_time2022-04-19 12:00:22

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის ყველაზე მეტი რესურსს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში ხედავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც ბაზრის მოთამაშეებს ყველაზე  მეტად ეიმედებათ და აცხადებენ, რომ კრიზისული ვითარების დასაძლევად აგრო და ეკოტურიზმს ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს. ტურისტული მეურნეობა „ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ მიმართულებით შეიძლება ათვისებულ იქნას ფაქტობრივად ყველა სახის პროდუქცია, ხილ-ბოსტნეულით დაწყებული, მრეწველობის სხვადასხვა სფეროთი დამთავრებული, რაც  ტურისტების მოზიდვის საუკეთესო შესაძლებლობაა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


,,აგროტურიზმის პოტენციალი საქართველოსთვის ამოუწურავია და მასზე აქცენტის გაკეთება დარგს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს. წლების წინ საზღვაო ტურიზმიც კი ნაკლებად იყო განვითარებული, მაგრამ საინფორმაციო კამპანია მაინც მიმდინარეობდა. ეს აუცილებელი იყო, რომ საქართველო გაეცნო მსოფლიოს.  ახლა დრომ მოიტანა და სხვა რაკურსით გვინდა გავაცნოთ ტურისტულ ინდუსტრიას ჩვენი ქვეყნის რესურსი, რაზეც ჯერჯერობით ცოტამ თუ შეიძლება იცოდეს. საქართველოს ყველა სოფელს აქვს პოტენციალი, ამოუწურავი პერსპექტივა აგრო და ეკო ტურიზმში, რითაც ყველა თაობის ადამიანს დააინტერესებს.  ამისთვის კი მნიშვნელოვანია შეიქმნას, დაიხვეწოს და განვითარდეს ფერმერული მეურნეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი. ამ მხრივ ჩემს რეგიონში დიდი პოტენციალი აქვს თამბაქოს წარმოებას. კარგი იქნება, რომ მოეწყოს ტური - თამბაქოს მოყვანის, მოვლის, მოსავლის აღებისა და დაგემოვნების შესახებ. თამბაქოს დათესვა, ჩითილის გამოყვანა, გადარგვა, გათოხნა, მოსავლის აღება, გაშრობა, დაჭრა და . - ეს პროცესები ტურისტს გაუღრმავებს ინტერესს, და შესაბამისად, ბევრად მეტი ვიზიტორი გვეყოლება. კახეთისთვის ეს არის მევენახეობა, მთიან რეგიონებში მეცხოველეობა და სხვა, სად რა პოტენციალიცაა“, -  უთხრა „კომერსანტს“ ზებურ ბოლქვაძემ.


ამდენად, ფერმერული მეურნეობის ტურისტულ პროდუქტად ქცევა სავსებით შესაძლებელია, რაც სპეციალისტების შეფასებით, მიიღწევა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით. პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ასე თანდათან აგრო ტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს.  


,,ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე ამბობს, ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის საშუალებაც აღარ არის, რის გამოც უცხოურ ფორუმებსა და ონლაინ სემინარებს ხშირად ვერ ესწრება.



,,ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი უნდა იმუშაონ, რომ ტურიზმი სწორად განვითარდეს პოსტპანდემიურ  პერიოდში. დიდი მოვალეობა აკისრია მუნიციპალიტეტებსაც, ფესტივალები უნდა დაიგეგმოს და სხვადასხვა აგროღონისძიება მოეწყოს, რაც უცხოელებს ძალიან აინტერესებთ. ჩემი იდეით, ღვინის ფესტივალი მოვაწყვე  2019 წელს და უამრავი სტუმარი ეწვია აჭარას, ეპიდემიური მდგომარეობა რომ მოგვარდება, ამ სახის ფესტივალებს და ღონისძიებებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. უნდა აჩვენო, დაანახო მსოფლიოს საქართველოს აგრარული შესაძლებლობები და ტრადიციები. ამერიკაში ამის დიდი კულტურაა, რაც ჩვენთვის მისაღებია, უნდა გადმოვიღოთ. ვფიქრობ, რომ მთლიანად საქართველოს, მით უმეტეს, აჭარის რეგიონს, აგრო და ეკო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.  ტურისტები უნდა დავარწმუნოთ საქართველოს სოფლებში დასვენების უპირატესობაში.  წარმოვაჩინოთ სამზარეულო,  ხოლო სერვისებს შორის შეიძლება ჩავრთოთ ცხენზე ჯირითი,  საბავშვო პროგრამები და სხვა, რაც ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იქნება მორგებული და ინტერესს გამოიწვევს“, - ამბობს ბოლქვაძე.

 

თუმცა ტურისტული მეურნეობის ხელმძღვანელი საუბრობს გამოწვევებზეც, რაც ფერმერული მეურნეობების ტურისტულ პოტენციალად წარმოჩენას ხელს უშლის. ასეთია ინტერნეტის პრობლემა რეგიონებში, რის გამოც ბევრს ელემენტარულად ონლაინ სემინარებში მონაწილეობის შესაძლებლობაც არ აქვთ.


,,ყველა სოფელს ჯერ კიდევ ამოუცნობი რესურსი გააჩნია, ამას უნდა სწორად შეფუთვა და მიტანა ადრესატამდე.  მას სჭირდება გამართული ინტერნეტი და ნომერ პირველი პრობლემა დღეს არის ინტერნეტი, ძირითადად, ტელეფონით ვუკავშირდებით დანარჩენ მსოფლიოს, სადაც ვებინარები და სხვადასხვა სახის ონლაინ ფორუმები იმართება.  ცენტრალური უბნების გარდა,  ინტერნეტზე წვდომა აღარ არის,  ცუდი კომუნიკაციაა, დღემდე ვერ გამოსწორდა ეს ხარვეზი, - ამბობს ზებურ ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“.

 

შეგახსენებთ, რომ ეკოტურიზმზე 14 აპრილს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა.

 


 

მისი ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. კერძოდ, 2012-2021 წლებში, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები, დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები. 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა.

მარი ჩიტაია







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up