ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია, - აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარის რეგიონში უპრეცედენტოა.
„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22 %-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36 % -ით აღემატება“, აცხადებს რიჟვაძე.