ტურიზმის აღდგენა დინამიურია, თუმცა ევროპული მიმართულებით მარკეტინგული კამპანიები უნდა გაძლიერდეს - „ადამოს“ მმართველი

ტურიზმის აღდგენა დინამიურია, თუმცა ევროპული მიმართულებით მარკეტინგული კამპანიები უნდა გაძლიერდეს - „ადამოს“ მმართველი

access_time2022-09-01 17:30:12

ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 177%-ით აღემატება. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით აღდგენა 65.3%-ია. ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც 115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი.


თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მმართველმა მაია მახათაძემ „კომერსანტთან“ ტურიზმის სექტორში არსებულ აღდგენის დინამიკაზე და პრობლემებზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ზაფხულის სეზონზე ტურიზმის დინამიური აღდგენა შეინიშნებოდა.


„ზაფხულის სეზონზე ტურიზმის აღდგენის პროცესმა ვერ ვიტყვი, რომ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა აღდგენა დინამიურად მიმდინარეობდა და პანდემიამდელ პერიოდს დაუახლოვდა. ჩვენი მომდევნო ჯავშნების დინამიკა გვიჩვენებს, რომ სექტემბერშიც გაგრძელდება და შენარჩუნდება დინამიური აღდგენა. ზოგადად სექტემბერიც დატვირთული სეზონის ნაწილად ითვლება და არ ვაანონსებთ რომ აგვისტოში ვასრულებთ მაღალ სეზონს. გვაქვს მოთხოვნა საქმიანი ტურიზმის კუთხითაც, რომელიც უკვე სექტემბრის ჯავშნებზეც აისახა, სიტუაცია აქაც იდენტურია და აღდგენა დინამიური.


რაც შეეხება ტურისტების მრავალფეროვნებას, ძირითადად არაბული ქვეყნებიდან სჭარბობენ. ევროპული მიმართულება, ან თუნდაც ის ქვეყნები, რომელიც საქართველოში არაა ფართოდ წარმოდგენილი, აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, ამიტომ მარკეტინგული კამპანიები უნდა გაძლიერდეს,” - განაცხადა მაია მახათაძემ.



მაია მახათაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციური ტემპიდან გამომდინარე, გარკვეულ მომსახურებაზე იგივე ფასის დაფიქსირება შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად ფასები მცირედით მაგრამ გაიზარდა, თუმცა უმეტესობა მომსახურებაზე ფასები შენარჩუნდა, რადგან დღევანდელი მოგზაური მაინც ბიუჯეტურია და მათზე მცირედი ცვლილებაც დიდ გავლენას ახდენს.


ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტზე საუბრისას მახათაძე ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში ყველამ კარგად იცოდეს, თუ რას გულისხმობს შრომითი უფლებები.


„დაქირავებულ თანამშრომელსა და დამქირავებელს შორის შეიძლება ურთიერთობა არასწორად დარეგულირდეს თუ არ იქნება სწორად აღქმული შრომითი უფლებები. კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა როგორც ყველა სექტორში ჩვენთანაც არის და ვცდილობთ ორმხრივი შეთანხმებით ეს პრობლემა ისე გადავჭრათ, რომ შრომითი უფლებები და მოვალეობები არ დაირღვეს“,  აღნიშნავს სასტუმრო „ადამოს“ მმართველი.



თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up