ტურიზმის დინამიკა მსოფლიოსა და საქართველოში

ტურიზმის დინამიკა მსოფლიოსა და საქართველოში

access_time2021-12-19 10:00:20

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTOმონაცემებით, 2021 წელს პანდემიამ ტურიზმის სფეროს $2 მილიარდის ოდენობის ზარალი მიაყენა. მეტიც, გაეროს სპეციალიზებული ორგანო ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენა ძალიან ნელა და სუსტად მიმდინარეობს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა COVID-19-ის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებამ. UNWTO-ს მიხედვით, წელს საერთაშორისო ტურიზმი კვლავ 70-75%-ით შემცირებული იქნება 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა მსოფლიოში ტურისტთა რიცხვი 1.5 მილიარდს შეადგენდა. დაახლოებით ასეთივე კლება იყო 2020 წელსაც.  

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა პანდემიის გამო $2 ტრილიონი იზარალა. თუმცა, გარდა პანდემიისა, ტურიზმის სფეროს ეკონომიკური ზიანი მიაყენა ნავთობის ფასების ზრდამ და სატვირთო მიმოსვლის ქსელის დარღვევამ. 

ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ექსპერტებს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. „ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, ვაქცინაციის არასტაბილურმა მაჩვენებლებმა მსოფლიოს გარშემო და COVID-19-ის ახალმა შტამებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ისედაც ნელ და სუსტად მიმდინარე აღდგენის პროცესზე“ – ვკითხულობთ UNWTO-ს განცხადებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია, თუმცა, იმედოვნებს, რომ 2022 წელი 2021-ზე უკეთესი იქნება.

„ტურიზმის ინდუსტრიაში ეს ისტორიული კრიზისია, მაგრამ ტურიზმს აქვს ძალა, რომ საკმაოდ სწრაფად აღდგეს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდში გამართულ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე. მან ასევე მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, რომ შეეცადონ, შეიმუშაონ ერთმანეთის მსგავსი პროტოკოლი პანდემიის წინააღმდეგ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არსებული განსხვავებული რეგულაციები ტურისტებისთვის დამაბნეველია. 


პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სფერო საქართველოშიც. TBC Capital-ის ცნობით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2021 წლის 10 თვეში 2019 წლის დონის მხოლოდ 21%-ს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 1 188 234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების მხოლოდ 20%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში უცხოელი მოგზაურების დანახარჯი, წინა წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ – $15.7 მილიონიდან $142.3 მილიონამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს საქართველომ ტურიზმიდან $124.6 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო. World Travel and Tourism Council-ის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10.4%-დან 5.5%-მდე შემცირდა.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up