ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები გაიმართა

access_time2022-02-10 16:20:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარები ჩატარდა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.


სემინარის კურსები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისათვის კოვიდის თემატიკას და შიდა ტურიზმის მარკეტინგს მოიცავდა. სემინარზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მარკეტინგული შეთავაზებები, პანდემიით გამოწვეული ცვლილებსა და ტურისტული პროდუქტების ონლაინ მარკეტინგზე ისაუბრეს. განხილულ იქნა როგორც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა, ასევე ტურისტული პროდუქტების ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით არსებული ტენდენციები.



ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა გიორგი ახალკაცმა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.



„ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ პროექტს, რომელიც მოიცავს პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის ეფექტიან მხარდაჭერას. 2021 წელს ჩატარდა თემატური ონლაინ ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის კერძო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. სექტორიდან მიღებულმა პოზიტიურმა უკუკავშირმა მოგვცა მოტივაცია ამჯერად უკვე საქართველოში ვუმასპინძლოთ აკადემიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გამართვასა და დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რაც ძალიან კარგი მაგალითია კერძო და საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის.“-განაცხადა თამარ ყორიაულმა.




„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და გვაქვს შესაძლებლობა ადგილზე ერთობლივად ვიმუშაოთ იმ საკითხებზე რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას იმ ნეგატიური ზეგავლენის შემცირებაში, რაც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია.“-განაცხადა ნიკოლაოს გოლფინოპოლოსმა.




საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) მხარდაჭერით 2021 წელს ახალი პროექტი ამოქმედდა, რომელიც ორიენტირებულია პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის ეფექტიან აღდგენასა და განვითარებაზე.





თეგები:
სემინარები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up