ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ეკოტურიზმის სტრატეგით გათვალიწინებული წლის სამუშაოები შეაჯამა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკოტურიზმის სტრატეგით გათვალიწინებული წლის სამუშაოები შეაჯამა

access_time2021-12-22 15:50:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან GIZ ერთად საზოგადოებას საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია და 2021 წელს შესრულებული სამუშაოები გააცნო. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ეკო ტურიზმის დარგობრივი პროფესიული ასოციაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება იყო წარმოდგენილი.



შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვით საქმიანობაში ჩართული დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესრულებული პროექტები გააცნო, რომელიც სტრატეგიის მიხედვით მომზადდა.



ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-30 წლებს მოიცავს. სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს 3 წლიანი სამოქმედო გეგმაზე მუშაობა.




შეხვედრაზე განხილული იყო 2022 წლის დაგეგმილი აქტივობები.



„ეკოტურიზმი ქვეყნისთვის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება კულტურული, ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვით შთამბეჭდავი ტურისტული პროდუქტის ფორმირება მოვახდინოთ, ხოლო ამის შემდეგ შიდა და საერთაშორისო ტურისტული ბაზრებს შევთავაზოთ, რაც პირდაპირ აისახება გაზრდილ ტურისტულ ნაკადებსა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ ინტერესზე“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.



„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა GIZ და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით თითქმის 30 წელია რაც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მხარდაჭერას. რამდენიმე წელია რაც GIZ საქართველოს ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც ეხმარება. დღეს არის ანგარიშის წარდგენა ეკოტურიზმის სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის, თუ რა განხორციელდა რა იგეგმება 2021-23 წლის პერიოდში. GIZ განაგრძობს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, პანდემიამ აჩვენა, რომ მწვანე, მდგრადი ეკო ტურისტული მიმართულებები ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენას“ -აცხადებს დარიკო გოგოლი GIZ-ის პროგრამის კოორდინატორი.



ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით სტრატეგიის შექმნაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო მუშაობდნენ. სტრატეგია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ დახმარებით შემუშავდა, პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.







თეგები:
ეკოტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up