ტურიზმის სექტორის ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვს

ტურიზმის სექტორის ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვს

access_time2021-12-28 19:00:00

ტურიზმის სექტორის ნაწილი მომდევნო წლის მაისამდე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით კი უახლოეს დღეებში სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ოფიციალური წერილითაც მიმართავენ. შეღავათის დაწესებას დარგის წარმომადგენლები კონკრეტულად იმ მცირე და საშუალო ბიზნესებზე (სასტუმროები, კაფე-რესტორნები) ითხოვენ, რომელთა წლიური ბრუნვა 300 ათას ლარზე ნაკლებია.


როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი აღნიშნავს, გაძვირებული კომუნალური გადასახადებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, მცირე და საშუალო ბიზნესებს სულ უფრო უჭირთ მათ შორის ხელფასების გაცემაც და კადრების შენარჩუნებაც.


„განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა მწვავე. მაგალითად, უცებ რომელიმე პროვაიდერი (გაზი, დენი თუ წყალი) ერთი თვით ადრე გეგმავს ფასების გაზრდას. ისედაც ორმაგი გადასახადების პირობებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია. ანუ, გამოდის რომ ტურისტები ნაკლებია, გადასახადები კი - მეტი. მთელი შვეიცარია, ავსტრია და გერმანია მცირე და საშუალო ბიზნესებს შეღავათებს უკეთებს, რათა შეძლონ გადარჩენა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი შეძლონ ოპერირების გაგრძელება“,- აღნიშნა თაბაგარმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.



ამასთან, სექტორის წარმომადგენლების ნაწილი რელევანტურად მიიჩნევს დღგ-ს ქვედა ზღვრის 500 ათას ლარამდე გაზრდას - ამჟამად 100 ათასი ლარია ის წლიური ბრუნვის მინიმალური ზღვარი, რის საფუძველზეც ფიზიკური ან იურიდიული პირი დამატებული ღირებულების გადამხდელი ხდება.


შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორმა სამთავრობო დახმარება საშემოსავლო გადასახადის გაუქმების სახით 11 თვის განმავლობაში 2020 წელს მიიღო. 2021 წლის 11 თვეში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმი საქართველოში მხოლოდ თითქმის 21 %-ით აღდგა.



businessformula.ge

თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up