„ტურიზმის სექტორს საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა გაუხანგრძლივდეს“ - მაია მურაჩაშვილი

„ტურიზმის სექტორს საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა გაუხანგრძლივდეს“ - მაია მურაჩაშვილი

access_time2020-04-29 10:50:14

„ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადის კუთხით შეღავათები 4 თვით გვაქვს. მაგრამ, ივნისსა და ივლისში,  როცა ჩვენ მუშაობას დავიწყებთ და ოფისებს გავხსნით, ტურისტებს მაშინვე  ხომ ვერ მოვიზიდავთ. სავარაუდოდ, ეს მოხდება ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, შესაბამისად, ეს საშემოსავლო შეღავათები მინიმუმ  წლის ბოლომდე უნდა იყოს  დაწესებული.“  - ამის შესახებ „კომერსანტთან“ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.


ეკონომიკის სამინისტრომ უახლოეს მომავალში ტურიზმის დახმარების პაკეტი ცალკე უნდა წარადგინოს. პაკეტის შემუშავების პროცესში ჩართულები არიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. რა უნდა იყოს გათვალისწინებული დახმარების პროგრამაში და როგორ უნდა შეძლოს კერძო სექტორმა ფეხზე დადგომა, ამ კითხვებზე ტურისტულ კომპანიებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ. როგორც მურაჩაშვილი განმარტავს, შემომყვანი ტურიზმზე მიყენებულ დარტყმას სჭირდება შეღავათები და სუბსიდირება როგორც საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ასევე სამომავლოდ უცხოელების ჯგუფების მოსაზიდად და საერთაშორისო გამოფენებზე ქვეყნის პოზიციონირებისთვის.


„როგორც იცით,  ყველაზე მეტად პანდემიის გამო ტურიზმი  დაზარალდა.  სხვა სექტორები მეტნაკლებად შეიძლება აღდგეს , როგორიცაა რესტორნის ბიზნესი, მაგრამ ტურიზმს, განსაკუთრებით შემომყვანს,  ძალიან შეეშალა ხელი. იმ ნიშნულის მიღწევას, რის დადებასაც ამ სეზონზე ვაპირებდით, არ ვიცი როდის მივუაღლოვდებით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის შიგნით სწორი მენეჯმენტი უნდა იყოს და  სუბსიდირება გვჭირდება, ასევე დამოკიდებულები ვართ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ზოგადად, ამ ვირუსის ჩაცხრობის ტემპზე.



პოზიციონირება იმისა, რომ ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა ვართ ვირუსის თვალსაზრისით, ეს ძირითადი პლატფორმა იქნება, რაზეც ტურიზმის სექტორის მომავალი უნდა დაშენდეს. აქ დგება ერთი საკითხი, ტურისტული კომპანიები მთელი სეზონის მანძილზე მოვიზიდავდით ტურისტებს, ფინანსებს ვდებთ იმაში, რომ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა, ვიმოგზაუროთ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან. ამას გარკვეული რესურსები სჭირდება, რომელსაც  ვაგროვებთ სეზონზე. წელს ეს ვერ მოხდება, ამიტომ ამ კუთხით რაიმე სუბსიდირება იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ შემომყვან ტურიზმს დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის შენებაში.


მსოფლიოში ფინანსების ნაკლებობაა, შესაბამისად, ტურები, რომელიც იყიდებოდა 1000 დოლარად, ამ თანხებში ვეღარ გაიყიდება, ტურისტი, რომელიც ხარჯავდა 10 000 დოლარს, მისი მხარჯველობითი დონე 40 პროცენტით დაეცემა. ტურისტული კომპანიების განსავითარებლად უნდა მივმართოთ თანხები, რადგან ჩვენ მოგვიწევს ფასების დაწევა და ტურისტების მოთხოვნებზე მორგება.“ - განმარტავს მურაჩაშვილი.  


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up